19, 20, 26 და 27 მარტს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის (
CIPDD), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (
GYLA) და უსაფრთხო მსოფლიოს (
Saferworld) ორგანიზებით საქართველოს ოთხ რეგიონში გაიმართება საჯარო დისკუსიები, რომლის ძირითადი მიზანია კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა ადგილობრივი თემების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, იმ ძირითად გამოწვებებზე როგორიცაა, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. აღნიშნული საკითხები სპეფიციკურია როგორც ოთხივე რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის.
დისკუსია სახელწოდებით “ერთად დავგეგმოთ მშვიდობა” არის გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაძლიერება კონფლიქტსა და სტაბილურობაზე“ და ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის „საქართველოში კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა“ ნაწილი. მისი მიზანია:
ფართო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოში, უსაფრთხოებასთან, მშვიდობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზსა და ზოგადი პოლიტიკის შემუშავებაში.
• თემების მონაწილეობით შემუშავებული, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სტრატეგიების გაცნობა, შესაბამის გამოწვევებზე რეაგირების მოხდენის მიზნით, როგორც ეროვნულ ისე რეგიონულ დონეზე;
• ინფორმირებული და კონსტრუქციული დისკუსიის ხელშეწყობა მთავრობასა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, ძირითადი გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის სათანადო გზების მოძიების მიზნით.
საჯარო დისკუსიებს დაესწრებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონების მოსახლეობა, მედია, ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრების ზუსტი განრიგი ასეთია:
19 მარტი, 15:00 საათი, გორი, სასტუმრო „ვიქტორია“ (მის: თამარ მეფის ქ. # 76).
დისკუსიაზე განსახილველი თემა: ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ ზოლს გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისათვის.
20 მარტი, 15:00 საათი, ახალციხე, უნივერსიტეტის შენობა (მის: ცხრა აპრილის ქუჩა).
დისკუსიაზე განსახილველი თემა: რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
26 მარტი, 15:00 საათი, რუსთავი, ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ოფისი (ჩIDA) (მის: ფიროსმანის ქ. # 9/1).
დისკუსიაზე განსახილველი თემა: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
27 მარტი, 15:00 საათი, ანაკლია, (მის: სასტუმრო “ანაკლია”).
დისკუსიაზე განსახილველი თემა: ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დიალოგის შესაძლებლობისა და უფრო მეტი კონტაქტების დამყარებასთან დაკავშირებული გამოწვევები.