2013 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, მონიტორინგი განახორციელეს N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც განთავსებულები არიან სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები და მაღალჩინოსნები.
2013-06-12 11:54 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში წარმოდგენისა და განხილვის პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ასევე, სრულიად მიუღებელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. ამ დროისათვის არ არსებობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საჭიროების რამენაირი დასაბუთება. ასეთ ვითარებაში კი, კანონპროექტის სწრაფი განხილვა და მიღება ზიანის მომტანი იქნება მთლიანად საზოგადოებისათვის, რადგან თავისთავად გამოირიცხება სამოქალაქო მონაწილეობა და ჩართულობა კანონის შექმნის პროცესში.
2013-06-12 06:10 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის ღია წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
2013-06-12 03:56 სრულად ნახვასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილი იყო გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ფირუზ ვანიევისა და ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახელით. აღნიშნული პირების საცხოვრებელი ადგილები არ ექცეოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულად აღიარებული ტერიტორიის საზღვრებში, ვინაიდან ისინი მდებარეობენ ქარელისა და გორის რაიონში, ამის მიუხედავად ტრისტან მამაგულაშვილსა და ფირუზ ვანიევს არ ეძლეოდათ მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების და მათი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი დვანისა და ხურვალეთის იმ ნაწილზე, სადაც ვანიევისა და მამაგულაშვილის სახლები მდებარეობს.
2013-06-11 06:04 სრულად ნახვასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურებიან მოსამართლეთა რიგგარეშე X კონფერენციის მიმდინარეობას.
2013-06-10 08:44 სრულად ნახვასაიას ადვოკატის დახმარებით რამდენიმე მოქალაქეს არ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საიას თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 მაისის აქციაზე დაკავებულ პირებს: ა.ქ-ს; ლ.ა-ს; გ.გ-ს; მ.გ-ს; გ.ქ-ს; და ლ.ა-ს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის (173-ე მუხლი). კერძოდ, სამ მათგანს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო სხვა დაკავებულების მიმართ შეწყდა სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
2013-06-10 03:32 სრულად ნახვამიმდინარე წლის 7 ივნისს საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით ,,საქართველოს სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემის დანერგვის მონიტორინგი”. კვლევაზე მუშაობის პროცესში საიამ მიმართა საქართველოს ყველა სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია, ყოველ კონკრეტულ უწყებაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობდა თუ არა:
2013-06-07 04:34 სრულად ნახვაარაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ 9 ივნისს დაგეგმილი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციის მნიშვნელობას, როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და განვითარების რეალურ შანსს. ეს შანსი შექმნა როგორც არჩევნების შემდეგ სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის შესუსტებამ, ასევე ხელისუფლების ნებამ, რაც ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებში გამოიხატა. ამ პროცესს სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საია თავიდანვე უჭერდა მხარს. ჩვენ დღესაც ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და გვსურს შევეხოთ ახალი კანონის იმ ნორმას, რომელმაც ბოლო დღეებში დისკუსია გამოიწვია.
2013-06-05 06:16 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის/მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ადგილმდებარეობა: თბილისი, კახიძის ქ. # 15 საკონკურსო მოთხოვნები:
2013-06-05 03:20 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სოფელ დიცში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და სამართალდამცავებს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზიდან სოფლის მიმართულებით დაახლოებით 300 მეტრში ბოძების ჩასმა დაიწყეს.
2013-06-03 06:10 სრულად ნახვა