საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის/მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახიძის ქ. # 15
საკონკურსო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ადვოკატად/კონსულტანტად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
მედია სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და საქართველოში მიმდინარე მედია რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
უნარ-ჩვევები:
სამუშაო ჯგუფების კოორდინაციის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კომუნიკაბელურობა და ჯგუფური მუშაობის უნარი;
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მართვა;
მედია ცენტრში დასაქმებული იურისტების მუშაობის კოორდინაცია
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების დაგეეგმვა და განახორციელება;
პროექტის ფარგლებში მომუშავე თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
პერიოდული გეგმებისა და ანგარიშების მომზადება;
გრანტის გამცემისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
საია-ს რეგიონულ ოფისებთან კოორდინირებული მუშაობა;
იურიდიული კონსულტაციის გაცემა ჟურნალისტებისთვის;
სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და საადვოკატო საქმიანობის განხორციელება ჟურნალისტებისთვის;
მედია სფეროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
პუბლიკაციებისა და კვლევების მომზადება მედია სფეროში;
მედია ცენტრის ვებგვერდის მართვა და მისი მუდმივი განახლება;
მედია ცენტრის საქმიანობის პოპულარიზაცია სოციალური მედიისა და პირადი შეხვედრების მეშვეობით;
სხვა საქმიანობის განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
განცხადება თუ რომელ პოზიციაზე შემოაქვს კონკურსანტს საბუთები;
ავტობიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი;
იურისტის დიპლომის ასლი;
ორი სარეკომენდაციო წერილი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა.
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 1 ივლისის 18 საათამდე.
საკონტაქტო პირი ანი ტაბიძე და თამარ სარაჯიშვილი
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. 15.
ტელეფონი: 2 95 23 53 / 293 61 01
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი