კონკურსი პროექტის კოორდინატორის/მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის/მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე


ადგილმდებარეობა: თბილისი, კახიძის ქ. # 15
 
საკონკურსო  მოთხოვნები: 
 
უმაღლესი იურიდიული განათლება; 
ადვოკატად/კონსულტანტად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
მედია სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და საქართველოში მიმდინარე მედია რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა.
 
კონკურსში მონაწილეს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
 
უნარ-ჩვევები:
 
სამუშაო ჯგუფების კოორდინაციის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
კომუნიკაბელურობა და ჯგუფური მუშაობის უნარი;  
 
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
 
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მართვა;
მედია ცენტრში დასაქმებული იურისტების მუშაობის კოორდინაცია
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების დაგეეგმვა და განახორციელება;
პროექტის ფარგლებში მომუშავე თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
პერიოდული გეგმებისა და ანგარიშების მომზადება;
გრანტის გამცემისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
საია-ს რეგიონულ ოფისებთან კოორდინირებული მუშაობა;
იურიდიული კონსულტაციის გაცემა ჟურნალისტებისთვის;
სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და საადვოკატო საქმიანობის განხორციელება ჟურნალისტებისთვის;
მედია სფეროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
პუბლიკაციებისა და კვლევების მომზადება მედია სფეროში; 
მედია ცენტრის ვებგვერდის მართვა და მისი მუდმივი განახლება;
მედია ცენტრის საქმიანობის  პოპულარიზაცია სოციალური მედიისა და პირადი შეხვედრების მეშვეობით;
სხვა საქმიანობის განხორციელება.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
 
განცხადება თუ რომელ პოზიციაზე შემოაქვს კონკურსანტს საბუთები;
ავტობიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი;
იურისტის დიპლომის ასლი;
ორი სარეკომენდაციო წერილი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა.
 
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 1 ივლისის 18 საათამდე.
საკონტაქტო პირი ანი ტაბიძე და თამარ სარაჯიშვილი
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. 15.   
ტელეფონი:  2 95 23 53  / 293 61 01
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი 
 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge