სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევები დააფიქსირა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს თბილისში რუსთავში, თელავში, გორში, დუშეთში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოების დარღვევის შემდეგი ფაქტები: საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში. ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესების ფაქტები საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების მხრიდან (კერძოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეებისათვის საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემის და ასეთი სახის ფასეულობათა გადაცემის დაპირების ფაქტებს).

2008-04-17 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა

17 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან (ახალი თაობა – ახალი ინიციატივა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო) საქართველოს საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო პერიოდში გათვალისწინებული ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი

2008-04-16 20:00 სრულად ნახვა

15 აპრილი, “სიყვარული ტრეფიკინგის წინააღმდეგ”

15 აპრილს მუშთაიდის ბაღში საიას პროექტის “არა - ადამიანებით ტრეფიკინგს” ფარგლებში ქართველი მომღერლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი ლოზუნგით “სიყვარული ტრეფიკინგის წინააღმდეგ”. ღონისძიება სიყვარულის დღის აღსანიშნავად და აგრეთვე ანტი-ტრეფიკინგული ცნობიერების ასამაღლებლად დაიგეგმა.

2008-04-15 20:00 სრულად ნახვა

ღია წერილი პრეზიდენტს წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის შექმნის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა და ჰუმან რაითს ვოჩი ღია წერილით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რეალური იმპლემენტაციისათვის. 2006 წლის 22 ივნისს საქართველოსთვის ძალაში შევიდა “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმი. სახელმწიფომ ვალდებულება აიღო ერთი წლის ვადაში, 2007 წლის 22 ივნისამდე შეექმნა ამ კონვენციით გათვალისწინებული წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მყარი გარანტიებით. სულ ახლახანს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია წამების პრევენციის მექანიზმის შესრულების ფუნქცია პრეზიდენტის ბრძანებულებით დაევალოს სახალხო დამცველს დამოუკიდებლობისა და ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი გარანტიების შექმნის გარეშე. “ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს” მოწვეული წევრები ციხის საერთაშორისო რეფორმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ჰუმან რაითს ვოთჩი მოუწოდებენ საქართვლოს პრეზიდენტს არ მოახდინოს პრეზიდენტის ბრძანებულებით აღნიშნული საკითხის დარეგულირება, არამედ მოხდეს საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებული წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეალური შექმნა საქართველოს სახალხო დამცველთან, სახალხო დამცველის გაძლიერებით და ამ მექანიზმის დამოუკიდებლობისა და არსებობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო გარანტიების უზრუნველყოფით. იხ. თანდართული წერილი

2008-04-08 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომავალი იურისტებისთვის სპეციალური ვებ-პორტალი შექმნა

1 აპრილს სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი ვებ-გვერდის www.legaleducation.ge პრეზენტაცია მოაწყო. პორტალის მეშვეობით ყველა აბიტურიენტსა თუ სხვა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის შესახებ, რომელსაც აქვს იურიდიული სწავლების განყოფილება.

2008-04-01 20:00 სრულად ნახვა

საარჩევნო კოდექსში 21 მარტს განხორციელებული ცვლილებების პირველადი შეფასებები

საქართველოს პარლამენტმა 21 მარტს მესამე მოსმენით კენჭი უყარა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს. წარმოგიდგენთ საიას პირველად შეფასებებს მოცემულ ცვლილებებთან დაკავშირებით.  იხილეთ თანდართული შეფასებები.  აგრეთვე იხილეთ "2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი პრობლემები და შემუშავებული რეკომენდაციები”

2008-03-23 20:00 სრულად ნახვა

საია 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო ფონდების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2008 წლის 5 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე განახორციელა სადამკვირვებლო მისია, რომელიც მოიცავდა როგორც კენჭისყრის დღის, აგრეთვე, წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ საარჩევნო კამპანიის ფონდების მონიტორინგი. წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ განხორციელებული საარჩევნო ფონდების მონიტორინგის ანგარიშს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი.

2008-03-10 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს პარლამენტს არ მიიღოს არაკონსტიტუციური კანონი

29 თებერვალს საქართველოს პარლამენტი პლენალურ სხდომაზე იხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტს სამოქალაქო რეესტრის კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ. პაკეტში მოცემული ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც პროკურორს ენიჭება უფლება მოსამართლის ბრძანების გარეშე შეუჩეროს მოქმედება მოქალაქის პასპორტს. საიამ შეისწავლა ინიცირებული კანონპროექტი და შესაბამისი უარყოფითი დასკვნით მიმართავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კანონპროექტის მიხედვით, როდესაც მოსამართლის მიერ არ არის გამოყენებული პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიება (ძებნაში არ არის გამოცხადებული), პროკურორს საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპის კონვენციის დარღვევით ენიჭება უფლება ეჭვმიტანილის პასპორტის მოქმედების შეჩერების უფლება. ფაქტობრივად პროკურორი არაკონსტიტუციურად უზღუდავს მოქალაქეს გადაადგილების თავისუფლებას, მეტიც მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე უფარდებს მოქალაქეს აღკვეთ ღონისძიებას (უკრძალავს ქვეყნის დატოვებას). საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ინიცირებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ევროპის კონვენციას და მოუწოდებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გაიწვიოს ინიციატივა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. იხილეთ თანდართული დასკვნა

2008-02-27 20:00 სრულად ნახვა

საიას ადვოკატების წარმატებული საქმეები (2008 წლის იანვარი)

1. 83 წლის პენსიონერი კუთვნილი შეღავათებით ისარგებლებს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას განცხადებით მიმართა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 83 წლის მოქალაქე გ.ყ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთში  და სამხედრო ბილეთში მითითებულ მონაცემებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის შედეგადაც ამ დოკუმენტებში მითითებული მისი სახელი არ ემთხვევა მის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში დაფიქსირებულ სახელს. აღნიშნული ფაქტის გამო  გ.ყ.-ი ვერ ღებულობდა კანონმდებლობით დაწესებულ სოციალურ დახმარებას და ვერ სარგებლობდა შეღავათებით. საიას ადვოკატების მიერ გაწეული საადვოკატო დახმარების შედეგად, სასამართლოს მიერ დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. კერძოდ, გ.ყ.-ს პირადობის მოწმობისადმი ზემოაღნიშნული  დოკუმენტების კუთვნილება, რის საფუძველზეც მას დაენიშნება შესაბამისი სოციალური ხასიათის შეღავათები.   2. ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა  საიას იურიდიული დახმარების ცენტრი მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურებას უწევდა მოქალაქე ო.მ.-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის  მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ხულიგნობა, იარაღის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე). საქმის მასალების მიხედვით  ო.მ.  მონაწილეობას იღებდა 2007 წლის 7 ნოემბერს საღამოს, თბილისში ტელეკომპანია “იმედთან” გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში, სადაც ბრალდების მიხედვით მან ჩაიდინა ხულიგნობა. საიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობები, თუმცა ო.მ.-ს მოთხოვნით დაცვის მიერ დაყენებულ იქნა ბრალდების წინაშე განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის მიერ მიმდინარე წლის 11 იანვარს დამტკიცებულ იქნა ბრალდების მხარესთან დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ო. მ-ს განესაზღვრა პირობით გამოსაცდელი ვადა 2 წლის ვადით და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.

2008-02-26 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთა წარმატებული საქმეები (ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი)

სამი თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისისა და 7 რეგიონალური ოფისის ადვოკატებმა წარმატებით 43 სასამართლო საქმე დაასრულეს. იხილეთ წარმატებული სამქეები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთა წარმატებული საქმეები (ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი)

2008-02-14 20:00 სრულად ნახვა