სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევები დააფიქსირა

2008-04-17 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს თბილისში რუსთავში, თელავში, გორში, დუშეთში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოების დარღვევის შემდეგი ფაქტები:

  • საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში.
  • ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესების ფაქტები საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების მხრიდან (კერძოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეებისათვის საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემის და ასეთი სახის ფასეულობათა გადაცემის დაპირების ფაქტებს).

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებით მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო კოდექსის საფუძველზე ითხოვს:

  • შედგენილი იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იმ საჯარო მოხელეთა (გუბერნატორთა) ქმედებებზე, რომლებმაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღეს;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კოდექსის თანახმად არ გაატაროს რეგისტრაციაში საარჩევნო სუბიექტების ის წარმომადგენლები, რომლებმაც დაარღვიეს წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოების წესები.

საია დააკვირდება არჩევნების დღეს და ასევე არჩევნების შემდგომ გასატარებელ მნიშვნელოვან პროცედურებს.

 


იხ. განცხადება სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე;

იხ. განცხადება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების თაობაზე.