15 აპრილს მუშთაიდის ბაღში საიას პროექტის “არა - ადამიანებით ტრეფიკინგს” ფარგლებში ქართველი მომღერლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი ლოზუნგით “სიყვარული ტრეფიკინგის წინააღმდეგ”.
ღონისძიება სიყვარულის დღის აღსანიშნავად და აგრეთვე ანტი-ტრეფიკინგული ცნობიერების ასამაღლებლად დაიგეგმა.
კონცერტს დაახლოებით 25-30 ათასი ადამიანი დაესწრო. მსვლელობისას ესტრადის მომღერლებს ანტი-ტრეფიკინგული მესიჯებით გაწყობილი კეპები და მაისურები ეცვათ.
წამყვანები და მუსიკოსები დამსწრე საზოგადოებას მოუწოდებდნენ არ გაბმულიყვნენ ტრეფიკინგის დანაშაულის მახეში და არ გამხდარიყვნენ მსხვერპლნი. ასევე შეთავაზებული იქნა უცხოეთში დასაქმების ან სწავლის შემოთავაზების მიღების შემთხვევაში გაევლოთ კონსულტაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
ღონისძიებაზე მოსულ მსმენელებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში გამოცემული მასალა - ბუკლეტები, სანიშნეები, კალენდრები. აგრეთვე თამაშდებოდა პრიზები - მაისურები და ქუდები ანტი-ტრეფიკინგული მესიჯებით.
კონცერტი დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.