10 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს ტრადიციულ ადამიანის უფლებათა კვირეულს. დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები შეაფასა. მიმართვა სათაურით "ერთი თვე 7 ნოემბრის შემდეგ - შეკრების თავისუფლება, ფუნდამენტური უფლება?" _ გიორგი ჩხეიძემ დღეს ჟურნალისტებს გააცნო. დღეიდან ყოველდღე, 20 დეკემბრის ჩათვლით, საიას ორგანიზებით ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა.
2007-12-09 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიცია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 3 დეკემბრს ბათუმში დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან გამოყენებულ იქნა ძალადობა. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. საიას უმნიშვნელოვანესად მიაჩნია წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების გარანტირება. ეს გახლავთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა (იხ. 10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად). საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ყოველგვარ ძალდობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად შეისწავლონ 3 დეკემბერს ბათუმში მომხდარი მოვლენები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. საია აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყონ წინასაარჩევნო პროცესში სააგიტაციო შეხვედრების შეფერხების გარეშე ჩატარება.
2007-12-03 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისისა და რეგიონის შვიდივე ოფისი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგში. როგორც მოგეხსენებათ, 2007 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მერიაში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მასთან ერთად დევნილებს შეხვდნენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა.
2007-12-02 20:00 სრულად ნახვა28 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უმასპინძლა საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პერიოდულ შეხვედრას – მრგვალ მაგიდას კანონის უზენაესობის თემაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში, ეუთოს მისია საქართველოში, NORLAG, გერმანიის საელჩო, GTZ, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის TASIC-ის პროგრამა, UNDP, ABA, SIDA, ციხის საერთაშორისო რეფორმა, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.
2007-11-28 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 6-7; 8-9; 10-11 დეკემბერს გუდაურში აწყობს ტრენინგს ჟურნალისეტბისთვის "ინფორმაციის თავისუფლება - საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისთვის". ტრეინინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, სახვადასხვა დაწესებულებების პრესსამსახურების თანამშრომლებს, ასევე პროდიუსერებსა და რედაქტორებს. სააპლიკაციო ფორმისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ და გადმოწერეთ თანდართული დოკუმენტი.
2007-11-27 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ოლიმპიადას "ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის". ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდობის სამართლებრივ აღზრდას, მათ ჩაბმას სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში, საზოგადოებაში სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, მოქალაქეთა ძირითადი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი საქმიანობის პროპაგანდას. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა (გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისაგან) უნდა მოგვმართონ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისში: განცხადების მიღების ბოლო ვადა – 30 ნოემბერი, 2007 წ. კრილოვის #15, თბილისიან დაგვიკავშირდნენ ტელეფონებზე: 93 61 01 ან; 95 80 33; ფაქსი: 92 32 11E-mail: ltic@gyla.ge გადმოწერეთ: განაცხადის ფორმა, დებულება
2007-11-26 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოში გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტელერადიო კომპანიას “იმედი”, ტელეკომპანიებს “კავკასია” და “25-ე არხი” ჯერ კიდევ შეჩერებული აქვთ მაუწყებლობა. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა იყოს: პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ; კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის; უნდა იყოს არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი.
2007-11-13 20:00 სრულად ნახვადღეს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აპირებენ დააკვირდნენ 5 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, ავრცელებს შემდეგ 10 წინაპირობას საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. 10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად
2007-11-11 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევას გმობს, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლების უხეშ დარღვევას! საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი აღიარებს ადამიანთა უფლებას წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეკრებისა და მანიფესტაციისთვის არ ითვალისწინებს ნებართვის აღების ვალდებულებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეკრება იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების ორგანიზატორებს ეკისრებათ ვალდებულება წინასწარ 5 დღით ადრე შეატყობინონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელსაც თავის მხრივ ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოფს შეკრების უსაფრთხოება.
2007-11-06 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის მიერ ა.წ. 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს საქართველოს მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით (http://www.ohchr.org/english/bodies/hrc/docs/CCPR.C.GEO.CO.3.CRP.1.pdf). გაეროს მოცემული კომიტეტი მოწოდებულია შეაფასოს _ რამდენად ეფექტურად ხდება გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა და უზრუნველყოფა. საია იზიარებს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის დადებით შეფასებას საქართველოს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებთან მიმართებაში. ამავე, დროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ადგილობრივი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ეთანხმება კომიტეტის მიერ იმ პრობლემების იდენტიფიცირებაში, რომელთა მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური და დროული რეაგირება უნდა მოახდინოს, მათ შორის:
2007-10-30 20:00 სრულად ნახვა