11 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საიას თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა მედიას 2008 წლის განმავლობაში სასამართლოების მიერ გამოტანილი “უპრცენდენტო” გადაწყვეტილებები გააცნო.ზოგადი სტატისტიკა საიას უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრები მთელი საქართველოს მაშტაბით ყოველდღიურად უწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს რამდენიმე ათეულ ადამიანს. 2008 წელს საიას მიერ წლის განმავლობაში გაწეულმა კონსულტაციამ 84 000 გადააჭარბა. 2008 წელს საიას იურისტები წარმოადგენდნენ - მოქალაქის ინტერესებს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში.
2008-12-10 20:00 სრულად ნახვაადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, 2008 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გამართა შეხვედრა სახელწოდებით “ინფორმაციის თავისუფლება - ფუნდამენტური უფლება”.შეხვედრა გაიმართა კაფე “ქარავანში” და მას ესწრებოდნენ საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, სხვადასხვა პრესამსამხურებისა და მედიის წარმომადგელები.2008 წლის ბოლომდე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს კონვენცია.“ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ”, კონვენციის მიხედვით ინფორმაციის მიღების უფლება აღიარებულ იქნება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება.შეხვედრის პირველ ნაწილში განხილულ იქნა კონვენციის პროექტის შემუშავების პროცესი, დადებითი და უარყოფითი ელემენტები, კონვენციის პროექტის მიმართება საქართველოს კანონმდებლობასთან და ა.შ.
2008-12-09 20:00 სრულად ნახვა10 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა ადამიანის უფლებათა კვირეული გახსნა. კვირეულის განმავლობაში საიას მიერ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.ზუსტად 60 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აღიარებს.წლევანდელი კვირეული აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გაიხსნა.პრეზენტაციაში პრობლემები წარმოდგენილი იყო ორი ნაწილად _ აგვისტოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს და შემდეგ.
2008-12-09 20:00 სრულად ნახვა9 დეკემბერსსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის 2007 წლის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის რიგით მერვე ანგარიშის (საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ) პრეზენტაცია გამართა.ისევე როგორც წინა წლებში, 2007 წელსაც სარეზერვო ფონდების განკარგვას საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართავდნენ. საანგარიშო პერიოდში ორივე ფონდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან გადახარჯვას. 2007 წელს თითოეული სარეზერვო ფონდის მოცულობა შეადგენდა 25 მილიონ ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას ფონდების განკარგვა მხოლოდ 25 მილიონი ლარის ფარგლებში შეეძლოთ. მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, როგორც პრეზიდენტმა, ისე მთავრობამ შესაბამისი ასიგნებების გარეშე ბიუჯეტიდან გასცეს რამოდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ამის უფლებამოსილებას მათ კანონმდებლობა ანიჭებდათ.
2008-12-08 20:00 სრულად ნახვა15 ნოემბერს საიას გამგეობამ თავმჯდომარედ თამარ ხიდაშელი აირჩია.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე ირჩევა ერთი წლით. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს თავმჯდომარე ზედიზედ ორჯერ.ახალმა თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძე შეცვალა, რომელიც ასოციაციას 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა.ამასთან, საიას გამგეობის გადაწყვეტილებით გიორგი ჩხეიძე არჩეულ იქნა თავმჯდომარის მოადგილედ.
2008-11-17 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ჟურნალისტებისათვის.ტრენინგი ჩატარდება 2008 წლის 17-18 ნოემბერს დაბა გუდაურში. შერჩეული ჟურნალისტები გუდაურში გაემგზავრებიან 16 ნოემბერს. სამუშაო ენა არის რუსული და ქართული. ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:- გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები;- საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები;- სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოება;- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრება ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში.
2008-11-09 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებს. საია აკვირდება როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, აგრეთვე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. საიას სადამკვირვებლო მისიას მხარს უჭერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩები საქართველოში. საიას აკრედიტირერბული ჰყავს დამკვირვებლები იმ 140-მდე საარჩევნო უბნებზე, რომლებიც გასული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იდენტიფიცირებულ იქნენ, როგორც ყველაზე პრობლემური. კერძოდ, დამკვირვებლები იქნებიან ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და ხულოს საარჩევნო უბნებზე.
2008-11-01 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ შპს “მაესტროს” უახლოეს მომავალში მიეცემა პოლიტიკური გადაცემების ეთერში გაშვების შესაძლებლობა. ამავდროულად ჩვენი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპია კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის, თავს ვალდებულებად თვლის საზოგადოებას ამცნოს თავისი პოზიცია შპს “მაესტროს” მიმართ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.საია, როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილე მიიჩნევს, რომ შპს “მაესტროს” საქმე თვალნათლივ გამოხატავს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობასთან არსებულ კრიზისს. Uკიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება “მაესტროსათვის” საერთო ლიცენზიის გაცემის თაობაზე არის უკანონო. რაც გამყარებულ იქნა სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით. არ ვაპირებთ აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალურ მიმოხილვასა და კრიტიკას, რადგან ვთვლით, რომ მესამე ხელისუფლების, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის პატივისცემა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სასამართლოზე ნებისმიერი სახის ზეწოლა, ამასთან სამართლიანობის აღდგენა არ უნდა იყოს ხელისუფლების რომელიმე შტოს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.
2008-10-29 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციააცხადებს ეროვნულ შეჯიბრსსაკონსტიტუციო სამართალშიშეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:- იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.მონაწილეობის პირობები:- შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს;- გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციების ფორმით 2008 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2008 წლის 31 ოქტომბერი.განაცხადის ფორმის, შეჯიბრის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:თბილისის ოფისიკრილოვის ქ. #15, 0102ტელ: (995 32) 936 101 / 952 353საკონტაქტო პირი: ნანა ფაცია ქუთაისის ფილიალი რუსთაველის მე-6 ჩიხი #12, 4600ტელ: (995 231) 41192 / 46523საკონტაქტო პირი: ნინო თვალთვაძე აჭარის ფილიალი ბათუმი, გორგასლის ქ. #89, 6000ტელ: (995 88222) 7 66 68 / 3 03 41 საკონტაქტო პირი: გენადი ქარცივაძე გორის ოფისი სტალინის ქ. #18/3, 1400ტელ: (995 270) 7 34 84 საკონტაქტო პირი: მაია გრძელიშვილი თელავის ოფისი ბარნოვის ქ. #3, 2200ტელ: (995 270) 7 13 71საკონტაქტო პირები: მანანა მრელაშვილი, მარეხ მგალობლიშვილი ეროვნული შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო
2008-10-19 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 18-19 ოქტომბერს დაბა გუდაურში გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა პრესსამსახურებისა და ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის თავისუფლების თემაზე. აღნიშნული სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ამ სფეროში არსებული პრობლემატური საკითხების გამოკვეთა და მსჯელობა მათი დარეგულირების საშუალებებზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პრესსამსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოების, ტელევიზიების, რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეების მიერ გამოკვეთილ იქნა შემდეგი ძირითადი პრობლემები:
2008-10-19 20:00 სრულად ნახვა