საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ჟურნალისტებისათვის.
ტრენინგი ჩატარდება 2008 წლის 17-18 ნოემბერს დაბა გუდაურში. შერჩეული ჟურნალისტები გუდაურში გაემგზავრებიან 16 ნოემბერს. სამუშაო ენა არის რუსული და ქართული.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები;
- საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები;
- სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოება;
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრება ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში.
მონაწილეების მგზავრობის, კვებისა და სასტუმროს ხარჯები დაფარული იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ
ტრენინგის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ქართულ ან რუსულ ენებზე შესრულებული:
- ავტობიოგრაფია (CV)
მსურველებმა ავტობიოგრაფია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tkordzaia@gyla.ge; tchugoshvili@gyla.ge, ან მოიტანონ საიას ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, კრილოვის ქ #15
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 13 ნოემბერი, 16:00 საათი
შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით 2008 წლის 14 ნოემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
95 80 33; 91 08 83