გვსურს, გამოვეხმაუროთ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შემთხვევებს, რომლის დროსაც უხეშად დაირღვა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის კონსტიტუციით დაცული რელიგიის თავისუფლება. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ აკვირდებოდნენ 31 მაისს სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე პროცესებს და წინამდებარე განცხადებაში წარმოდგენილი ფაქტები და შეფასებები სწორედ ჩვენი მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება.
2013-06-03 02:20 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” პროექტის დირექტორის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები:
2013-05-31 05:28 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი განიხილავს პარლამენტის წევრ კობა დავითაშვილის ინიციატივას „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მთავარი მიზანი პროკურატურის სისტემის რეფორმირებაა. უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც რეფორმის ფარგლებში უნდა იქნეს მიღწეული, პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალურობის უზრუნველყოფაა. ამ თვალსაზრისით, იუსტიციის მინისტრისათვის სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი. პროკურატურის მიუკერძოებელი საქმიანობის მნიშვნელოვანი გარანტია იქნებოდა:
2013-05-30 08:45 სრულად ნახვააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესწავლის და შეფასების მიზნით საიას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. ფაქტების შესწავლის შემდგომ, საზოგადოების (განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის) დაინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ საკითხზე საჯარო განცხადების გავრცელება.
2013-05-28 06:54 სრულად ნახვახელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით რა 2013 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ კონსტიტუციური თანასწორობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე, მსგავსი სამწუხარო მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე და მათ თანმდევ უარყოფით შედეგებზე.
2013-05-24 11:00 სრულად ნახვასაია შეშფოთებას გამოთქვამს პატიმარ ლ.კ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ამა წლის 12 მაისს მსჯავრდებული სხეულის დაზიანებებითა და ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობით გეგუთის #14 დაწესებულიდან გადაიყვანეს ზ. ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც იგი 23 მაისს გარდაიცვალა.
2013-05-24 05:59 სრულად ნახვადღეს გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
2013-05-23 10:17 სრულად ნახვა2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილების პრეცენდენტი მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოს განვითარების პერსპექტივას. ის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის წინსვლისთვის, თუმცა - არა საკმარისი. ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აქტიური, ჯანსაღი და რაციონალური ურთიერთობის დამყარებას.
2013-05-23 10:11 სრულად ნახვასაერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელსიც უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდისა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში. შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, პროცედურები გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული. საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
2013-05-22 06:40 სრულად ნახვაარავინ იცის ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ოჯახია საქართველოში თავშესაფრის გარეშე. უსახლკარო ადამიანებმა განსაკუთრებული აქტიურობით სახელმწიფოს თავი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ შეახსენეს. მათ ქ. თბილისში დაიკავეს არაერთი შენობა, გამართეს საპროტესტო აქციები, რითაც ერთის მხრივ საზოგადოებას დაანახეს საკითხის სიმწვავე, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს მოუწოდეს, მიეღო ზომები მათი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. არ შევეხები იმის განხილვას, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა მათი პროტესტი და გადავალ იმ საკითხზე, თუ რა პოლიტიკას გვთავაზობს სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად.
2013-05-20 02:24 სრულად ნახვა