2013 წლის 23 აგვისტოს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა წარადგინეს. თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტებისა და პროცესების ხელშეწყობის" პროექტის ხელმძღვანელია.
2013-08-26 04:08 სრულად ნახვასაია წარმოგიდგენთ მედიისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით. დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს #9 დადგენილების და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილების 2013 წლის 30 სექტემბრისთვის მოქმედი რედაქციის საფუძველზე. შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები განახლდება. საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას მედიის წარმომადგენლებს გაუწიოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
2013-08-26 03:58 სრულად ნახვაკოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის’’ იზიარებს არგუმენტებს ტელეკომპანია “მეცხრე არხისა“ და „ინფო 9’’-ის გასხვისების თაობაზე. ამავდროულად, როგორც მედიის ინტერესების დამცველ ორგანიზაციას, გვაშფოთებს ტელეარხის ფორსმაჟორულ ვითარებაში გაყიდვის პერსპექტივა, რადგან ვხედავთ საფრთხეს, რომ შესაძლებელია ტელეკომპანია გადავიდეს პოლიტიკურად დაინტერესებული პირის ან ჯგუფის ხელში და იქცეს პროპაგანდის იარაღად. ამგვარი გადაწყვეტილება პირდაპირ დააზიანებს როგორც მედიაპლურალიზმს, ასევე მედიის ბაზარს.
2013-08-26 01:42 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებენ პროექტს ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”. პროექტის ფარგლებში მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცხადდება კონკურსი სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად. სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლი უნდა მოიცავდეს შემდეგ გზავნილებს:
2013-08-13 02:55 სრულად ნახვა2013 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალგაზრდული მიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, გაიმართა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია.
2013-08-12 05:52 სრულად ნახვა2013 წლის 22 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ,,მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ჩატარებულ ბრიფინგზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერ დადასტურდა ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტები. აქვე ითქვა, რომ თითქოს მ.ივანიაძემ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ადვოკატის დასწრების გარეშე ნებაყოფლობით მისცა პროკურორს ჩვენება. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად პროკურატურის მიერ გავრცელებულ იქნა ფარული ვიდეო ჩანაწერი.
2013-08-06 08:03 სრულად ნახვასაიას ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლო საარჩევნო დარღვევის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვას არა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ შემჭიდროვებულ ვადებში, არამედ დავის განხილვის ზოგადი წესის გამოყენებით გეგმავს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას, ზიანს აყენებს როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე მართლმსაჯულების ინტერესებს. 2013 წლის 30 ივლისს საიამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სარჩელი წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო პერიოდში უკანონოდ გაზრდილი დაახლოებით 14 მილიონი ლარის ხარჯვის შეჩერება.
2013-08-06 08:02 სრულად ნახვაროგორც საზოგადოებისთვის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციითაა ცნობილი, 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, რასაც ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოყვა. აღნიშნული საქმის გამოძიებამ მთელი რიგი შემაშფოთებელი გარემოებები გამოავლინა.
2013-08-05 07:47 სრულად ნახვადღეს საიამ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის და მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გაცემის ფაქტზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა.
2013-08-01 03:23 სრულად ნახვასაქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 ივლისის განკარგულებით შეწყალებულ იქნა მსჯავრდებული თენგიზ გუნავა და მას ნასამართლობა მოეხსნა. გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს პასუხი გავცეთ აღნშინულ ფაქტთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირითადი კითხვას:
2013-07-31 07:14 სრულად ნახვა