2013 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალგაზრდული მიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, გაიმართა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ. დონორ ორგანიზაციას ევროკავშირი წარმოადგენს. პროექტი ფოკუსირდება 4 მთავარ ამოცანაზე: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრანტთა უფლებების დაცვა.