სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი მიგრაციის თემატიკაზე სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად

2013-08-13 02:55
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებენ პროექტს ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”. პროექტის ფარგლებში მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცხადდება კონკურსი  სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად. 

 
სატელევიზიო და  რადიო სოციალური რგოლი უნდა მოიცავდეს შემდეგ გზავნილებს:  
 
არალეგალური მიგრაცია: მონობა, ტრეფიკინგი, მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი     პირობები, მუდმივად დეპორტაციის შიში;
გააკეთე სწორი არჩევანი - არალეგალური vs. ლეგალური;
გამოიყენე ლეგალურად წასვლის/დასაქმების ახალი შესაძლებლობები.
 
დაინტერესებულმა პირებმა 31 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ ზემოთ აღნიშნული გზავნილების შესაბამისად სცენარი და სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი. ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს და დაცული უნდა იყოს  სატელევიზიო/რადიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილი პარამეტრები.
 
სცენარი და ბიუჯეტი დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ან გამოაგზავნონ 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.
 
საკონტაქტო პირი: ხათუნა ბურკაძე
 
ელ.ფოსტა: khatunaburkadze@gyla.ge,
მობ:  577 727235, 
 
ან მითითებული დოკუმენტები წარმოადგინონ მისამართზე: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15,  ტელეფონი: 2936101/ შიდა ნომერი 135.
 
პროექტი დაფინანსებულია
ევროკავშირის მიერ