როგორც ცნობილია, 2014 წლის იანვარში საპარლამენტო ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს 2014 წელს არჩევნების ჩატარებას.
2014-01-24 01:53 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. აქედან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საკრებულოს მიერ მერისთვის/გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმის შესახებ, რაც გათვალისწინებულია წარმოდგენილი პროექტით.
2014-01-23 02:19 სრულად ნახვასაქართველოს სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით. გამოვხატავთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დაღუპულ მოქალაქეთა გამო. ბოლო ორი თვის მანძილზე უკრაინის ხელისუფლება უგულებელყოფდა ხალხის სამართლიან და მშვიდობიან მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მიიღო სამოქალაქო უფლებების შემზღუდავი დრაკონული კანონები, რითიც მოახდინა დემონსტრანტების პროვოცირება და ხელი შეუწყო საყოველთაო დაძაბულობის ესკალაციას.
2014-01-22 09:14 სრულად ნახვაროგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით შეიქმნა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებების მომზადება და პარლამენტში წარდგენა.
2014-01-20 09:08 სრულად ნახვა2013 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ. მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ნასამართლობასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გაჩენილმა შეკითხვებმა ნათლად წარმოაჩინა, კანდიდატურის შერჩევის მნიშვნელობა და ამ პროცესში პროკურორის შერჩევა-დანიშვნაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების - იუსტიციის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა.
2014-01-17 05:04 სრულად ნახვახელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ ივანე მერაბიშვილის მიერ 16 დეკემბერს გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო.
2014-01-17 02:36 სრულად ნახვა2014 წლის 15 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად გამოაცხადა შპს „ენერჯი გრუპისთვის“ 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მინიჭებული და 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაცემული ლიცენზია. ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზეზი გახდა ის, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ 20% წილის მფლობელს და დირექტორს, კახა ბაინდურაშვილს, იმავდროულად უკავია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობა, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეუთავსებელია მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად იგივე პოზიცია აქვს საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასა და კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის".
2014-01-16 04:58 სრულად ნახვაგაცნობებთ, რომ გასაუბრების შედეგად ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის ჯგუფში შეირჩა 20 თანაშემწე, ხოლო სისხლის სამართლის ჯგუფში - 8. (იხ. თანდართული დოკუმენტი).
2014-01-16 03:00 სრულად ნახვაბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა ქალაქ თბილისში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესი. ახალი საბიუჯეტო წლის დადგომის მიუხედავად, მოცემული წლის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება მთელი რიგი შეკითხვები. გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული პასუხები ამ კითხვებზე:
2014-01-15 06:08 სრულად ნახვასაია საადვოკატო დახმარებას უწევდა ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც 2014 წლის 10 იანვარს ქ. თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დააკავა. მის მიმართ ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე. პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, ჩხარტიშვილი ახდენდა მერიის შესასვლელის ბლოკირებას, რაც კიბეზე ჯდომაში ვლინდებოდა. მათივე თქმით, ისინი მოუწოდებდნენ ჩხარტიშვილს, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, რასაც არ დაემორჩილა.
2014-01-13 07:16 სრულად ნახვა