სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის შემუშავებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ევროპული ქვეყნების განვითარების ერთ-ერთ არსებით წინაპირობას წარმოადგენს. მოსახლეობასთან მაქსიმალურად ახლო მდგომი თვითმმართველი ორგანოები, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული ტერიტორიული ერთეულები, ფინანსებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები (თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები) - წარმოადგენენ ქვეყნის შეუქცევადი, დემოკრატიული განვითარების საძირკველს. საქართველოს სწორი განვითარების უმთავრესი ქვაკუთხედი ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფილი რეფორმის გატარებაა, რაც დაამკვიდრებს ევროპული ტიპის მმართველობას ქვეყანაში და ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ თანამეგობრობაში. 

2013-10-11 07:30 სრულად ნახვა

საია შსს-ს 10 ოქტომბრის განცხადებას პასუხობს

2013 წლის 9 და 10 ოქტომბერს საიას მიერ გაკეთებულ იქნა განცხადებები მოქალაქეების - დავით კაპანაძისა და ლევან კორკოტაშვილის საქმეზე. დ.კაპანაძე მოინახულა საიას თავმჯდომარემ, ხოლო დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ლ. კორკოტაშვილთან  საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი იმყოფებოდა. უშუალოდ ზემოთ მითითებულ მოქალაქეთა მიერ პირადად ჩვენი თანამშრომლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საიამ ზემოაღნიშნული განცხადებები გააკეთა, სადაც ითქვა, რომ ამ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავდა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო. 

2013-10-11 07:11 სრულად ნახვა

მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში“

2013 წლის 11 ოქტომბერს მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში. 

2013-10-11 04:20 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის თანამდებობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის თანამდებობაზე.   ძირითადი მოვალეობები:   •  გაუწიოს მოსახლეობას სამართლებრივი დახმარება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან მიმართებით;   •  განახორციელოს საქმეების მოძიება, მომზადება და წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2013-10-10 10:31 სრულად ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე კონკურსი შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვს სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამასთანავე, წარმოებაშია მიღებული მეორე სარჩელიც, რომლითაც გიორგი ბარათაშვილი ითხოვს  სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 12 სექტემბრის  სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. 

2013-10-10 08:48 სრულად ნახვა

საია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას ეხმაურება

ამა წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ".რომელიც მიზნად ისახავს დღეს მოქმედი კონსტიტუციის გადასინჯვას (ძალაშია 9 ოქტომბრიდან). კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. დადგენილების მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში პოლიტიკოსებთან ერთად შევლენ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ასევე „სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის არაუმეტეს 20 ექსპერტ-სპეციალისტი, მათ შორის, ამავე სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.“

2013-10-10 08:15 სრულად ნახვა

საია საქართველოს მთავარ პროკურატურას მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

9 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართეს ლევან კორკოტაშვილის ოჯახის წევრებმა,  რომელთა განმარტებითაც 8 ოქტომბერს,  შსს ძველი თბილისის  #4 სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა  ლ. კორკოტაშვილი.  დაკავების დროს ლ.კორკოტაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და  მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.  ამჟამად იგი მოთავსებულია ქ. დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.   

2013-10-10 06:00 სრულად ნახვა

სექტემბრის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით ნიგერიის მოქალაქემ საქართველოში ბინადრობის ნებართვა მიიღო   საიას თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნიგერიის რესპუბლიკის მოქალაქის ს.ა.ე.-ს სარჩელი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, ხელახლა ემსჯელა მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეცვლილა არც სააპელაციო სასამართლოს მიერ და ის შევიდა კანონიერ ძალაში.  

2013-10-10 05:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიში საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიში საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაწილეობით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ წარმოებული კვლევის შესაჯამებლად მომზადდა. არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ კოალიციაში, რათა შეეფასებინათ საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესრულება. 

2013-10-09 08:15 სრულად ნახვა

საია მთავრ პროკურატურას დავით კაპანაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

8 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე დავით კაპანაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, რის შემდეგაც მას მიადგა სხეულის მძიმე დაზიანება. ჩვენ მოვინახულეთ დავით კაპანაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:    დ.კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროფესიით იგი არის ქორეოგრაფი, თავისი პროფესიით მუშაობს თბილისის ორ სკოლაში. მას გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა სხვა ქორეოგრაფთან, თ.ჟ-სთან.  

2013-10-09 05:15 სრულად ნახვა