საია ეხმიანება მიმდინარე წლის 20 ივლისს ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარების ფაქტს მთავარ პროკურატურაში მის მიერ შეტანილი საჩივრის გამო, რომელიც შეეხებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ შესაძლო კანონდარღვევებს.
2015-07-23 16:54 სრულად ნახვაროგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა “პროკურატურის შესახებ” კანონის პროექტში ვენეციის კომისიის რიგი რეკომენდაციების ასახვაზე. აღსანიშვანია, რომ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული ვრცელი დასკვნა, რომელიც არსებითად იზიარებდა კოალიციის არაერთ მოსაზრებას, მიუთითებდა კანონპროექტის არსებითი გადამუშავების საჭიროებაზე. დასკვნაში მწვავედ და კრიტიკულად იყო შეფასებული კანონპროექტის ავტორთა არაერთი ინიციატივა.
2015-07-22 17:24 სრულად ნახვასაიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ლაუნჯ ბარ ,,ნატურაში'' სამართლის კურსების 2014-2015 სასწავლო წლის გამოშვების ცერემონია გამართა, რომელიც ფონდის 10 წლის იუბილესაც ემთხვევა.
2015-07-22 10:25 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები 18 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის „Stop Russia” ჩატარებამდე განვითარებულ მოვლენებს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად ვაფასებთ. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით. ამ ვალდებულებების საპირისპიროდ, პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს.
2015-07-19 15:50 სრულად ნახვა2015 წლის 16 ივლისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა.
2015-07-17 11:51 სრულად ნახვასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2013 წლის აგვისტოში ჩატარებულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით გაასაჩივრა ამავე კონკურსის მონაწილემ, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა.
2015-07-17 09:21 სრულად ნახვაამა წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი დასკვნა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.
2015-07-16 12:43 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 15 ივლისს, საზოგადოებას საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მომზადებული ახალი კვლევა- „საყდრისი-ყაჩაღიანი - ნგრევა კანონის სახელით“ წარუდგინა. საიას მიერ მომზადებული კვლევის შედეგად მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.
2015-07-15 12:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ზოლის გაფართოების მორიგ ფაქტს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 11 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ორჭოსანში ე.წ. გამყოფმა ხაზმა 300 მეტრით, ხოლო წითელუბანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე დაახლოებით კილომეტრ ნახევრით გადმოიწია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველად მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი.
2015-07-14 15:43 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 14 ივლისს, 10:30-ზე სასტუმრო ჰოლიდეი ინში სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შესახებ დისკუსიას მასპინძლობს. შეხვედრა მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას განიხილონ კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ახლახანს წარადგინა პარლამენტში.
2015-07-14 12:52 სრულად ნახვა