სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა სამართლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გამართა

2015-07-22 10:25
Featured image

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ლაუნჯ ბარ ,,ნატურაში'' სამართლის კურსების 2014-2015 სასწავლო წლის გამოშვების ცერემონია გამართა, რომელიც ფონდის 10 წლის იუბილესაც ემთხვევა. 

ცერემონიაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და დიპლომები საიას თავმჯდომარემ და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტმა გადასცეს. ფონდის სტუდენტებთან ერთად, დაჯილდოვდნენ სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებსაც 6 თვის განმავლობაში პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებზე ლექცია-სემინარები უტარდებოდათ.
 
საღამოზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  ხელისუფლების ის  წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში  პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც სტუდენტებთან, ასევე სკოლის მოსწავლეებთან და ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფებთან სრულფასოვანი სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების მისაწოდებლად.