განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მწვავე პროცესებს და მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში ნათლად იკვეთება მედია და პოლიტიკური პლურალიზმისთვის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების გააქტიურება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. არსებობს პროცესების დამატებითი ესკალაციისა და ძალადობრივი აქტების რეალური საფრთხე, რაც ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
2015-10-23 10:01 სრულად ნახვა2015 წ. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებული დავა ცდება კერძო-სამართლებრივ ჩარჩოებს. სექტემბერში ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკანონო თვალთვალის შესახებ არ მოჰყოლია ეფექტური რეაგირება. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ლანჩხუთში 21 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა „რუსთავი 2“-ის ადგილობრივ კორესპონდენტს.
2015-10-23 09:58 სრულად ნახვაგვსურს, გამოვეხმაუროთ უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების, ასევე, აღნიშნული ვიდეოების თბილისსა და ზუგდიდში საჯარო ჩვენების ფაქტებს. როგორც ცნობილია, ა. წ. 17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე ადამიანების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. ეს კადრები 2013 წელს სამეგრელოში სამალავებში ნაპოვნი ვიდეო მასალაა, რომლის აღმოჩენის შემდეგ მოქმედმა ხელისუფლებამ ისინი დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების უწყებების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა მძიმე სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. ბევრი გახმაურებული შემთხვევის გარდა, ამას ე.წ. „ციხის კადრები”, სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი ვიდეომასალა და სხვა შემთხვევები მოწმობს. არაადამიანური მოპყრობის წახალისებას სამართალდამცავ უწყებებში მომუშავე პირების დაუსჯელობა და პასუხისმგებლობისგან მათი გათავისუფლება ახდენდა. ასევე, სრულად იყო იგნორირებული სახალხო დამცველის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები. აღნიშნული დანაშაულის სისტემურობას ხელს სამართალდამცავი სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირების სხვადასხვა ფორმით დანაშაულში თანამონაწილეობაც უწყობდა ხელს.
2015-10-20 15:37 სრულად ნახვაგანცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს, რაც სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ფორსირებული წესით, უკონკურსოდ დანიშვნას უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ საბჭოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩენს კითხვებს საბჭოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით და ქმნის საზოგადოების უნდობლობას ამ პროცესის მიმართ.როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე განიხილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლითაც უნდა დადგინდეს კონკურსის გარეშე მოსამართლეთა გადაყვანის/დაწინაურების კრიტერიუმები და პროცედურა. სამოქალაქო საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასასაბჭოს მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისი წესის არარსებობის და მისი გამოყენების აუცილებლობის არასათანადო დასაბუთების პირობებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის პროცედურის დაწყების შესახებ.
2015-10-19 09:47 სრულად ნახვა2009 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანაშრომლობით, 2009 წლის 15 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილე ათი პირის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. 2015 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საჩივარი „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.საჩივარი ეხება 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენულ იქნა არაპროპორციული ძალა. პოლიციელების მხრიდან მომჩივანთა ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა ასევე მთავარი სამმართველოს შენობაში, სადაც აქციაზე დაკავებული პირები მიიყვანეს. აღნიშნულის შედეგად, მომჩივნების ნაწილმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.
2015-10-09 12:38 სრულად ნახვა2012 წლის 17 ივლისს ცოტნე გამსახურდიამ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მომჩივნის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2015 წლის 15 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“.საჩივარი შეეხებოდა მომჩივნის, ც. გამსახურდიას მსჯავრდებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროს დაწესებულების თანამშრომელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აწარმოა. ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული განცხადება შეფასების მიღმა დატოვეს. საია ევროპულ სასამართლოში მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევის დადგენას მოითხოვდა.
2015-10-09 12:26 სრულად ნახვაჩვენ, ქვემორე ხელმომწერ არასამთავრობოორგანიზაციებს, გვსურს როგორც საქართველოსმოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისყურადღება გავამახვილოთ ქვეყანაში არსებულმდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონისუზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებებისპატივისცემის მიმართულებით, რაც გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნებისთვის.უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ, რაც სერიოზულმონაპოვარს წარმოადგენდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში,საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანისუფლებათა დაცვისა და განმტკიცებისკენ. სხვა მოვლენებთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავიაასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლითაც სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდასაქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დეკლარირება.
2015-10-08 10:29 სრულად ნახვავეხმაურებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს, რისი მიზეზიც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატისათვის, დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა. დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ადგილსამყოფელი სამი საათის განმავლობაში უცნობი იყო და იგი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსთავი 2-მა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
2015-10-06 14:43 სრულად ნახვასაიას დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებები იქნა დაცული საია თბილისის ოფისისა და ქუთაისის ფილიალის ადვოკატები იცავდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებებს, რომლის სასარგებლოდაც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მოძალადეებს აეკრძალათ მსხვერპლებთან ყოველგვარი ურთიერთობა. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით მოქალაქემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეძლო საიას ზუგდიდის ოფისის ადვოკატი იცავდა მ.ე.-ს ინტერესებს, რომელმაც მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, თუმცა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით, მოქალაქის აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და სასამრთლომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
2015-10-06 10:17 სრულად ნახვაგუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი კომპანიის _ შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ წილებს, რამაც შესაძლოა გარდაუვალი გახადოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ყველაზე მაღალრეიტინგული არხის ფუნქციონირების შეჩერება შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა ქიბარ ხალვაშის მიერ ,,რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელის წარდგენა. სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით კი ხალვაშის სარჩელის უზრუნველსაყოფად უკვე გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიება: ,,რუსთავი 2“ -ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული განჩინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, ხოლო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომები - აუცილებელი და პროპორციული.
2015-10-02 16:32 სრულად ნახვა