სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას სექტემბრის თვის წარმატებული საქმეები

2015-10-06 10:17
Featured image

 საიას დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებები იქნა დაცული

საია თბილისის ოფისისა და ქუთაისის ფილიალის ადვოკატები იცავდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებებს, რომლის სასარგებლოდაც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მოძალადეებს აეკრძალათ მსხვერპლებთან ყოველგვარი ურთიერთობა.

 

საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით  მოქალაქემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეძლო

საიას ზუგდიდის ოფისის  ადვოკატი იცავდა მ.ე.-ს ინტერესებს, რომელმაც მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, თუმცა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით, მოქალაქის აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და სასამრთლომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

 

საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოქალაქე ანაზღაურებას მიიღებს

საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის დახმარებით, მოქალაქეს, რომელსაც საჯარო სკოლის აუზის გასახდელის სარემონტო სამუშაოები იძლებით ჩაატარებინეს ანაზღაურებას მიიღებს. ადვოკატის დახმარებით, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ მოქალაქის სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულების გადახდა.

 

საიას თელავის ოფისის სამართლებრივი დახმარების შედეგად ინდმეწარმე გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან

 

ინდ. მეწარმე მ.მ-ს  შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის   მიერ შედგენილი  საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე  შეფარდებული  ჰქონდა  ჯარიმა  1000 ლარის ოდენობით.   საიას თელავის ოფისის ადვოკატის დახმარებით, იგი გათავისუფლდა უკანონოდ დარიცხული ჯარიმის გადახდისაგან.