2017 წლის 8 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა წერილობითი არგუმენტაცია მის წარმოებაში არსებულ 3 საჩივარზე: ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, კალანდია საქართველოს წინააღმდეგ და შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეები შეეხება სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციით მომჩივანთა მსჯავრდებას ნარკოტიკული ან/და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისათვის 2010-2012 წლებში.
2017-03-21 16:56 სრულად ნახვადღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, კვლევის - „28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება“ პრეზენტაცია გამართა. კვლევა, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ - ზვიად ნაზღაიძისათვის გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეული და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ მხარეს ეხება.
2017-03-20 15:13 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას აპირებს. საია მიესალმება სახელმწიფოს მზაობას დახვეწოს შიდა კანონმდებლობა და ამ გზით გააუმჯობესოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. შემუშავებული ,ცვლილებები, ნამდვილად წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სრულად არ მოიცავს კონვენციით გათვალისწინებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს.
2017-03-16 13:54 სრულად ნახვაგვსურს გამოვეხმაუროთ არჩევნებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს. წარმოდგენილი ვერსიით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, თუმცა პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებულ მანდატებს შორის უზრუნველყოფილი არ იქნება; პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკებად ვერ გაერთიანდებიან; საქართველოს ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვერ აირჩევს.
2017-03-16 12:11 სრულად ნახვაჩვენ, ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომელიც არ არის ორიენტირებული ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, კომისიის სამუშაო ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ სქესთა შორის თანასწორობის რეალური იდეის კონსტიტუციური გარანტიების შემუშავებაზე მიმართული რეკომენდაციების განხილვამ, რასაც კომისიის წევრების მხრიდან მოჰყვა არასერიოზული და დამცინავი დამოკიდებულება.
2017-03-14 15:45 სრულად ნახვაკოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ე.წ. ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.
2017-03-13 16:15 სრულად ნახვაჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
2017-03-13 15:06 სრულად ნახვადღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (წამყვანი კომიტეტი) „პატიმრობის კოდექსა“ და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებს განხილვას. საკანონმდებლო პაკეტი სხვა ცვლილებებთან ერთად, გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
2017-03-13 14:12 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ჩადენილი, და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოვუწოდებთ.
2017-03-12 19:41 სრულად ნახვაკოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამართული სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და სურს აღნიშნოს შემდეგი:
2017-03-09 17:51 სრულად ნახვა