ხელმომწერი ორგანიზაციები აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დაზარალებულის განცხადებით თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განცხადებით საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.
2017-05-14 14:03 სრულად ნახვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა ვენეციის კომისიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმართვას უგზავნის
2017-05-13 16:29 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ორგანიზებით საჯარო ფორუმი გაიმართა, რომელიც სასამართლო სისტემის გამოწვევებსა და რეფორმებს ეხებოდა.
2017-05-11 19:23 სრულად ნახვა2011 წლის 3 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საპროტესტო აქციის მონაწილე პირთა სახელით. 2017 წლის 4 მაისს ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა[1].
2017-05-08 17:29 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კამპანიას #წიგნებისაქართველოდან ემიგრანტებისთვის , საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი შეუერთდა. კამპანიის მიზანია წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საზოგადოებრივი მოღვაწეები, მწერლები, სპორტის მოღვაწეები, ბიზნესის წარმომადგენლები და ბევრი სხვა.
2017-05-08 14:30 სრულად ნახვასაკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა და წარადგინა დოკუმენტის ახალი პროექტი. იგეგმება საერთო-სახალხო განხილვები, საპარლამენტო დებატები და კენჭისყრა. კომისიამ შემოგვთავაზა ახალი საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. ამასთანავე, თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150- ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
2017-05-06 13:04 სრულად ნახვაიუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მოსამართლეების ლევან მურუსიძის და მაია სულხანიშვილის უვადოდ გამწესების საკითხს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე და შესაბამისი შეფასების გარეშე.
2017-05-05 12:49 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიზანს ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა წარმოადგენს.
2017-05-04 18:44 სრულად ნახვა2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინებით, ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
2017-05-03 12:44 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განახორციელა საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში აღსრულების მონიტორინგი, რაც ეხებოდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზი, რეორგანიზაციის პროცესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება.
2017-05-03 11:50 სრულად ნახვა