2017 წლის 19 მაისს საია „კოალიცია თანასწორობისთვის’’ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. „კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
2017-05-22 12:25 სრულად ნახვასაია კიდევ ერთხელ ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს და სასამართლო პროცესის დახურულად წარმართვას გაუმართლებლად მიიჩნევს.
2017-05-20 15:51 სრულად ნახვა„კოალიცია თანასწორობისთვის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები და სხვა ხელმომწერი პირები/ორგანიზაციები ეხმიანებიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში შესატანი ცვლილებების პროექტს. პროექტი გულისხმობს ქვეპროგრამით გათვალისწინებული არსებული მომსახურების შეკვეცას, რაც გამოიხატება კომპლექსური თერაპიის სეანსების შემცირებაში და რაც სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს აუტიზმის მქონე ბავშვთა უფლების რეალიზებას ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე, პროგრამის ზოგად ეფექტურობასა და პოზიტიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.
2017-05-19 11:39 სრულად ნახვაროგორც ცნობილი გახდა, კონსტიტუციურ კანონპროექტზე საყოველთაო-სახალხო განხილვები გაგრძელდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ცხადია, მისასალმებელია მმართველი პოლიტიკური პარტიის ნება, გამართოს დამატებითი შეხვედრები და გააგრძლოს კონსულტაციები საზოგადოებასთან. თუმცა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, შემდგომი პროცესის დაგეგმვა არსებული გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდეს.
2017-05-18 17:27 სრულად ნახვაკოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საქართველოში შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის თაობაზე ვენეციის კომისიას წერილით მიმართა. მართალია, სასამართლო ხელისუფლების თავში პოზიტიურ ცვლილებებიც აისახა, თუმცა სამწუხაროდ, სხვა ცვლილებები სასამართლო ხელისუფლების თავში მნიშვნელოვნად აზიანებს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარების პერსპექტივებს. ამასთან, პროექტის განხილვის ბოლო ეტაპზე სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს არაერთი ინიციატივითვის მხარის დაჭერაზე, რომელსაც სამოქალაქო სექტორი პოზიტიურად აფასებდა.
2017-05-18 15:43 სრულად ნახვაქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვის პარალელურად, სადაც მოქალაქეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გადააგზავნის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს.
2017-05-18 12:09 სრულად ნახვაკოალიცია თანასწორობისთვის სოლიდარობას უცხადებს ჰომოფიბიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილ შეკრებას და მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს ლგბტქი თემის წევრების, აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განუხრელად რეალიზება და მათი უსაფრთხოების, ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა.
2017-05-17 12:58 სრულად ნახვაროგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 11 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 64 მოსამართლე დანიშნა, მათგან 5 მოსამართლე (უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეები) დაინიშნა უვადოდ,
2017-05-16 12:17 სრულად ნახვადღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დასრულდა საიას ზუგდიდის ოფისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.
2017-05-16 10:44 სრულად ნახვასაია კიდევ ერთხელ ეხმიანება ლაშა თორდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიების არასწორ კვალიფიკაციას. საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.
2017-05-15 19:26 სრულად ნახვა