2011 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა,რამაც ხელი შეუწყო მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას. თუმცა, გასული არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, რაც გასწორებას საჭიროებს. პრაქტიკამ გამოავლინა, რომ გარკვეული ნორმები არაერთგვაროვნად განიმარტება არჩევნებში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ. ამასთან, ნათლად გამოვლინდა იმის აუცილებლობა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა პასუხობდეს თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებით წარმოქმნილ გამოწვევებს. ცვლილებების განხორციელება საჭიროა საარჩევნო დავების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგიტაციის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
2017-06-20 12:07 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს ,შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს” ავტორიზაცია გაუუქმდა[1]. [1] http://eqe.gov.ge/res/docs/Oqmi_N10_25.12.2015.PDF; http://eqe.gov.ge/res/docs/Oqmi_6_04.09.2015.PDF http://eqe.gov.ge/res/docs/Oqmi_N1_03.02.2017.pdf
2017-06-20 10:42 სრულად ნახვამიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,[1]ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში ინიცირებას. [1] იხილეთ სხდომის ტარნსლაცია, მეორე არხი, შაბათი, 17 ივნისი, 17:30წთ.
2017-06-19 18:08 სრულად ნახვახელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის თვიდან და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო პროექტების - „წითელი ზონა“ და„ინტერVIEW“ დახურვას უკავშირდება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ „რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გაქრობის ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და აჩენს ეჭვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვის პოლიტიკურ დაინტერესებულობასთან დაკავშირებით.
2017-06-15 16:49 სრულად ნახვაა/წ 16 ივნისს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არაერთხელ გაცხადებული პოზიციის თანახმად, ხელისუფლება მზად არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს. მიუხედავად ამისა, კომისიის წინასწარი დასკვნიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგი დეპუტატების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ვენეციის კომისიის გარკვეულ რეკომენდაციებს ისინი არ იზიარებენ.
2017-06-14 16:52 სრულად ნახვაკოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” და “საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ეხმაურებიან დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსა და პარალელურად, ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.
2017-06-14 15:12 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის არჩევის საკითხს. 2017 წლის 6 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა საბჭოს წევრობის 29 კანდიდატის მოსმენა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ კომიტეტის მუშაობას და საზოგადოებას წარუდგენენ კომიტეტის მიერ საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის შეფასებას.
2017-06-14 12:07 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (შემდგომში საია) საქართველოს პარლამენტს წარუდგენა მოსაზრებები საქართველოს მთავრობის მიერ (ავტორი: საჯარო სამსახურის ბიურო) 2017 წლის 1 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებების მიღების შემდეგ წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის ცვლილებებისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მთელ რიგ შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებს, რომელიც განსხვავებულად აყალიბებს 2015 წლის 27 სექტემბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს.
2017-06-14 11:54 სრულად ნახვასაია ეხმიანება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე არის კიდევ ერთი დასტური ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემებისა. ხოლო, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემური პრობლემების მნიშვნელოვან ხელშემწყობს
2017-06-12 12:40 სრულად ნახვადღეს საია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში გენდერული კვოტების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო 37 000 ხელმოწერას შეიტანს. საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს
2017-06-12 12:20 სრულად ნახვა