სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თანამდებობის პირების ვინაობა, რომელთა მიმართ დაწყებულია გამოძიება ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო, უნდა გასაჯაროვდეს

საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს გამოაქვეყნა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდა და კორუფციის პრევენციის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. 

2018-02-07 11:23 სრულად ნახვა

EMC-სა და საიას ერთობლივი მიმართვა ‘შრომის უსაფრთხოების კანონის“ პროექტის თაობაზე

საქართველოს მთავრობას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ეფექტიანი „შრომის უსაფრთხოების კანონის“ ტექსტზე შეჯერება.

2018-02-06 17:05 სრულად ნახვა

კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს

საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი  მცირდება. ამაზე მოწმობს NDI-ის მიერ  2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში  ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით,  გამოკითხულთა 29% საქართველოს ევრაზიულ კავშირში, ხოლო 60% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა; ამ მონაცემების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ (რომელიც 2017 წლის აპრილის განწყობებს ასახავდა), ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5 %-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რიცხვი კი 8 %-ით გაიზარდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8%-ით მეტი გამოკითხული უჭერს მხარს, ვიდრე - ნატოში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს.   

2018-02-05 19:45 სრულად ნახვა

საია-მ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებები წარადგინა

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრებები მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე. პროკურატურამ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

2018-02-05 11:02 სრულად ნახვა

სამოქალაქო საზოგადოების წერილი რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობას

სამოქალაქო საზოგადოების წერილი რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობას

2018-02-02 19:07 სრულად ნახვა

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 02 თებერვალს წარადგინა ანგარიში საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შეფასების შესახებ. ანგარიშის მომზადების მიზანია ქვეყნის მასშტაბით განვითარებული საკონსტიტუციო რეფორმის შეჯამება

2018-02-02 14:10 სრულად ნახვა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

2018-01-31 11:26 სრულად ნახვა

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ განცხადება მირანდა ფაღავას მიმართ განხორციელებულ ტრანსფობიურ ძალადობაზე

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება ტრანსგენდერი ქალის მირანდა ფაღავას მიმართ ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ფაქტს[1] და სამართალდამცავ ორგანოებს ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

2018-01-30 10:54 სრულად ნახვა

არასამთავრობოები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

2018 წლის 12 იანვარს ბელაქნის (აზერბაიჯანი) რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებებში და მას სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აფგან მუხთარლის უდანაშაულობის დადასტურება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

2018-01-29 13:40 სრულად ნახვა