საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტების პაკეტს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ეტაპის შემადგენელი ინიციატივაა.
2018-01-12 14:17 სრულად ნახვასაიამ, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
2018-01-12 11:21 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 10 იანვარს წარადგენს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშს, რაც მოიცავს მე-IX მოწვევის პარლამენტის მიერ, 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შეფასებას.
2018-01-10 12:25 სრულად ნახვამოითხოვე ცვლილებები - საია “ichange.gov.ge პორტალის მოხმარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს.
2018-01-09 18:34 სრულად ნახვაშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხება სოფელ ქისტაურში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას, მითითებულია დეტალური ინფორმაცია მოქალაქე თ.შ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამინისტრომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2017-12-27 12:47 სრულად ნახვაკრიმინალის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, მაგრამ აღნიშნული ყოველთვის ადამიანის უფლებების მაქსიმალური პატივისცემით უნდა წარიმართოს. სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად გამოიყენოს ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ძირითად უფლებებში ნაკლებ ჩარევას მოითხოვს.
2017-12-27 10:46 სრულად ნახვაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2017 წლის 22-24 დეკემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიების დროს ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა შემოწმება, ისე ავტომობილების გაჩერება და შემოწმება. იკვეთება, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი რიგი პროცესუალური დარღვევებით ჩატარდა, ხოლო, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიციელთა ქმედებები არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
2017-12-25 16:48 სრულად ნახვა2017 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა.
2017-12-21 15:43 სრულად ნახვა2017 წლის 20 დეკემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით, ორი კვლევის - „რეფორმა თვითმმართველობის სახელით, თვითმმართველობის წინააღმდეგ“ და „თვითმმართველობის ნაჩქარევი რეფორმა და არსებული გამოწვევები“ - პრეზენტაცია გამართეს.
2017-12-20 14:48 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართულ კანონებში (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი) შესატანი ცვლილებების პროექტი.
2017-12-18 15:27 სრულად ნახვა