სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი თავად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ დასმენის ბრალდებით

საია იცავს ოდენა ბარამიას ინტერესებს, რომელიც 2016 წლის აპრილში სავარაუდოდ დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პოლიციელთა მხრიდან. პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით

2017-12-18 11:51 სრულად ნახვა

პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში არ უნდა გასცდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესს, რომლის გაცხადებული მიზანიც 2017 წელს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა უნდა ყოფილიყო.

2017-12-15 17:16 სრულად ნახვა

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლეთა ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად დაუყოვნებელი ზომების მიღებას მოითხოვს

"კოალიცია თანასწორობისთვის" აფასებს მისი წევრი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში დოკუმენტირებულ და წარმოებულ საქმეებს, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ კერძო, არასამსახურეობრივ ურთიერთობებში ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს ეხება. კოალიცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხიდან მსგავს საქმეებზე აშკარად იკვეთება არაეფექტიანი რეაგირება, სავარაუდოდ  სამსახურებრივი ლოიალობისა და უკანონო გავლენების გამო

2017-12-15 13:06 სრულად ნახვა

საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის 14 დეკემბერს გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოადგენს კვლევის პრეზენტაციას - „საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ.“  კვლევა მოიცავს 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს და ეფუძნება სამინისტროებიდან და თვითმმართველი ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) მიღებულ საჯარო ინფორმაციას.

2017-12-14 11:53 სრულად ნახვა

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები საჯარო ინფორმაციაზე წვდომას გააუარესებს

ჩვენთვის ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს პარლმენტმა შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს ახალმიღებულ კონსტიტუციის ტექსტში და გააუარესოს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდრატი.

2017-12-13 11:04 სრულად ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოწოდება საქართველოს პარლამენტს

მივესალმებით 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობლივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“

2017-12-12 14:05 სრულად ნახვა

საიას განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებები ის უზენაესი და წარუვალი ღირებულებებია, რომელთა დაცვა და პატივისცემა აუცილებელ  პირობას წარმოდგენს დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის.

2017-12-10 12:08 სრულად ნახვა

იუსიტიციის სამინისტრომ საიას მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია 11 თვის დაგვიანებით გასცა

2017 წლის დეკემბერის დასაწყისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, ოთხ განცხადებაზე მიიღო პასუხი. ეს ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება, იუსტიციის სამინისტრომ საიას განცხადებებზე პასუხი 11 თვის დაგვიანებით გასცა.

2017-12-09 10:40 სრულად ნახვა

სულხან სალაძე - საიას ახალი თავმჯდომარე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

2017-12-06 16:37 სრულად ნახვა