საია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდებოდა.
მონიტორინგის მიზანს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში, განხორციელდა, წარმოადგენდა:
- ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების, სამართლიანი სასამართლოსა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;
- ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის;
- გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა, კერძოდ კი, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ტენდენციებზე და ყურადღების გამახვილება იმ ხარვეზებზე, რომლებიც თან ახლავს საარჩევნო პროცესებებს;
- საარჩევნო კანონმდებლობაში პრობლემების იდენტიფიცირება და არჩევნების დასრულების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინამდებარე შემაჯამებელი საინფორმაციო ბიულეტენი #7 (ივნისი-ნოემბერი 2017წ.) მოიცავს:
- როგორი იყო სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე ?
- საარჩევნო დავების ტიპები და არსებული გამოწვევები;
- ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემო: როგორია საქართველოში პოლიტიკური უფლებების რეალიზების მდგომარეობა?
შემაჯამებელი საინფორმაციო ბიულეტენი #7-ის სრული ვერსია იხ. თანდართულ დოკუმენტში.