საიას იურიდიული განათლების პროგრამა იმდენივე წელს ითვლის რამდენასაც თვით ორგანიზაციის ისტორია. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საია დაფუძნდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა ქვეყანაში საგანამანათლებლო სისტემა მოშლილი იყო. ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლების დამთავრების შემდეგ რჩებოდნენ „ფარატინა ქაღალდის“ - დიპლომის ამარა და პრაქტიკული მუშაობისათვის არ გააჩნდათ არავითარი უნარ-ჩვევები. ქვეყანა კი ამ დროს ინსტიტუციური რეფორმების პროცესში იყო გახვეული და დღითიდღე პრობლემური ხდებოდა კვალიფიციური იურისტების პოვნა.
2012-11-20 21:17 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მრავალი წელია მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ამჟამად მიმდინარეობს პროექტი ”სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლბების დაცვის სფეროში”, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სპეციალური უნარჩვევების განვითარება და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. პროექტი ხორციელდება ”ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან” და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ”ADRA”-თან ერთად. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
2012-11-20 21:15 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ. პროექტის ხანგრძლივობა 06.12.2010 – 30.09.2014
2012-11-20 21:09 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან, 1994 წლიდან, აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. არჩევნებზე დაკვირვებისას საია მუდმივად და მკაცრად იცავს ნეიტრალურ პოზიციას.
2012-11-20 21:04 სრულად ნახვაანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა დღემდე რჩება საიას საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. Aამ მხრივ აქტიურ საქმიანობს საია 2011 წელში პროექტის “ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართვლოში” ფარგლებში აგრძელებდა. პროექტი დაფინანსებულია “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” (OSI) მიერ. პროექტში ჩართული იყო, როგორც საიას ცენტრალური ოფისი, ასევე ქუთაისის და აჭარის ფილიალები.
2012-11-20 21:00 სრულად ნახვაქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2009 წლის ნოემბერში დაარსდა. 2011 წლის თებერვლიდან პროექტი ხორციელდება IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში. პროექტში ჩართულია საიას შვიდი ოფისი (თბილისი, რუსთავი, თელავი, ქუთაისი, გორი, ოზურგეთი, აჭარა).
2012-11-20 20:52 სრულად ნახვასაია 2004 წლიდან ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამ საქმიანობაში საია-ს სტრატეგიული პარტნიორია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).
2012-11-20 20:49 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში“ პრეზენტაცია, 2012 წლის 20 ნოემბერს გამართა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა და იმ საკანონმდებლო პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც მუდმივმოქმედი კომისიისა და სასამართლოს მუშაობის პრაქტიკაში განაპირობებს (ან შესაძლებელია განაპირობოს) მძიმე და განუკურნებელი დაავადებების მქონე მსჯავრდებულთა განცხადებების ეფექტურ, დროულ, სრულ და ობიექტურ განხილვაში ხელისშემშლელ ფაქტორებს. ამასთან, კვლევის ავტორთა სურვილი იყო პრაქტიკაში კომისიისა და სასამართლოს მუშაობის დროს გამოკვეთილი პრობლემების წარმოჩენა კონკრეტული მაგალითების ფონზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრეცედენტების მიმოხილვა. კვლევა ეფუძნება საიას, არასამთავრობო ორგანიზაცია - კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის და დამოუკიდებელი ადვოკატების მიერ წარმოებულ 23 საქმის ანალიზს. სამედიცინო კუთხით საქმეების ანალიზის მომზადებისას საიამ მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოს ექიმთან ასოციაციასთან.
2012-11-20 09:40 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ გახშირებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. არჩევნების შემდგომ პერიოდზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით ზეწოლა განხორციელდა საკრებულოების წევრებისა თუ გამგეობის თანამშრომლების მიმართ. მათ შორის, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა მარნეულის, სამტრედიისა და ფოთის მუნიციპალიტეტების ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ, ხოლო 12-13 ნოემბერს თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულმა ზეწოლის ფორმებმა აშკარად კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
2012-11-16 14:43 სრულად ნახვა16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მასშტაბით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მე-20 საუკუნის ნახევრიდან აღინიშნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. მიუხედავად ამისა, საქართველოში მთელ რიგ სოციალური ჯგუფებს დღესაც უთანასწორო რეალობაში უწევთ არსებობა, რაც უშუალოდ აისახება თითოეული ამ ჯგუფს მიკუთვნებული პირის ცხოვრებაზე. ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული, რელიგიური და ეთნიკური იდენტობის გამო დღემდე ვერ სარგებლობენ იმ სიკეთით, რასაც ადამიანის უფლებების დაუბრკოლებელი და სრული რეალიზაცია ჰქვია.
2012-11-16 11:33 სრულად ნახვა