ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2009 წლის ნოემბერში დაარსდა.
2011 წლის თებერვლიდან პროექტი ხორციელდება IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში.
პროექტში ჩართულია საიას შვიდი ოფისი (თბილისი, რუსთავი, თელავი, ქუთაისი, გორი, ოზურგეთი, აჭარა).
ცენტრის მიზანი
დაიცვას ჟურნალისტის უფლებები:
- ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევაში;
- საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შექმნილი დაბრკოლებების შემთხვევაში;
- დამქირავებელთან შექმნილი შრომითი ხასიათის პრობლემების დროს;
- ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სხვა სახის პრობლემების არსებობისას.
ცენტრის ამოცანები
- უფასო სამართლებრივი დახმარება ჟურნალისტების, მედია-საშუალებებისა და იურისტებისთვის;
- თანამშრომლობა იურიდიული დახმარების სამსახურთან;
- საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად.
IREX - ის ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრი ჟურნალისტებს სთავაზობს:
- უფასო იურიდიულ კონსულტაციას;
- უფასო წარმომადგენლობას ყველა ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ სასამართლოში;
- სარჩელისა და საჯარო ინფორმაციის მოსაკრებლის თანხების სრულ ანაზღაურებას;
- წარმომადგენლობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (სტრასბურგი);
- ტრენინგებსა და სემინარებს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.
მომსახურების მიღება
ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მომსახურების მიღება შესაძლებელია პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გზით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით www.gmldc.ge ან ცენტრის facebook-ის გვერდზე - „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი” (www.gmldc.ge)
ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ 2012 წლის განმავლობაში:
- მომზადდა 117 დოკუმენტი
- გაიცა 1136 კონსულტაცია
კვლევები და გამოცემები:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი;
- Must carry -სხვა ქვეყნების კანონმდებლობისა და გამოცდილების ანალიზი და მოთხოვნილებები ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე;
- სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესების მიზნით.