სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იურიდიული განათლება

2012-11-20 21:17
Featured image
საიას იურიდიული განათლების პროგრამა იმდენივე წელს ითვლის რამდენასაც თვით ორგანიზაციის ისტორია.  90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საია დაფუძნდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა ქვეყანაში საგანამანათლებლო სისტემა მოშლილი იყო. ახალგაზრდები  უმაღლესი  სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რჩებოდნენ „ფარატინა ქაღალდის“ - დიპლომის ამარა და პრაქტიკული მუშაობისათვის არ გააჩნდათ არავითარი უნარ-ჩვევბი. ქვეყანა კი ამ დროს ინსტიტუციური რეფორმების პროცესში იყო გახვეული და დღითიდღე პრობლემური ხდებოდა კვალიფიციური იურისტების პოვნა.
 
ამ პერიოდში საიაში თავს იყრიდა ენთუზიაზმი, ცოდნა და სათანადო ადამიანური რესურსი. 1994-1997 წლები - ეს ის პერიოდია, როცა საიაში ურთიერთსწავლება აქტიურ ფაზაშია და ამავე დროს საფუძველი ეყრება იურიდიული ბიბლიოთეკის ჩანასახს, აქტიურიად მიმდინარეობს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მოზიდვა  და პირველი სერვისების შეთავაზება; თემატური ლექციები, დებატები, ბიბლიოთეკა.; თანადათანობით იხვეწება  მეთოდოლოგია, გროვდება გამოცდილება და ჩნდება მოთხოვნა სამართლის სასწავლო კურსებზე.
 
1997 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ფუძნდება იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრი და ხდება ასოციაციის ერთ-ერთი მთავრი საყრდენი. ამ პერიოდში იზრდება რესურსი და სერვისიც ვითარდება. ცენტრი 3 მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელს:
  • იურიდიული სწავლება
  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • გამომცემლობა

სწავლების ცენტრის სტრატეგიული მიმართულებები ასე განისაზღვრა:
  • მაღალი ხარისხის იურიდიული გნათლება მომავალი იურისტებისათვის. სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები
  • იურიდიული ბიბლიოთეკის შექმნა-განვითარება. სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები, პროფესიის ყველა დაინტერესებული წარმომადგენელი
  • სამართლებრივი ლიტერატურის გამომცემლობა. სამიზნე ჯგუფი: პროფესიის წარმომადგენლები
  • პროფესიული გადამზადება მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლებისათვის. სამიზნე ჯგუფი: ყველა,  ვისაც შეხება აქვს და სჭირდება  სამართლებრივი  საკითხები

სასწავლო კურსები სტუდენტებისათვის ხორცილედებოდა შემდეგი მიმართულებით
  • კონსტიტუციური სამართალი
  • სამოქალაქო სამარალი
  • სისხლის სამართალი
  • საერთაშორისო სამართალი
  • შესავალი სამართალში 1-3 კურსელთათვის

წლიდან წლამდე იზრდებოდა მოთხოვნილება საიას სასწავლო კურსებზე. აქ ახალგაზრდები  ეუფლებოდნენ იმას,  რის მიღებასაც ვერ ახერხებდნენ სასწავლებლებში:
  • თანამედროვე მეთოდოლოგია
  • თანამედროვე ლიტერატურა
  • საუკეთესო ლექტორები
  • მოწესრიგებული სასწავლო პროცესი
  • კარიერის რეალური პერსპექტივა“

დაფუძნების დღიდან:
  • ათასობით სტუდენტმა გაიარა საია-ს სასწავლო კურსები
  • ასობით  წარმატებული კურსდამთავრებული დასაქმდა საიას რეკომენდაციით
  • გამოიცა ათობით დასახელების სერიული გამოცემა „ალმანახი“, სახელმძღვანელო, თემატური კრებული.
  • ჩანასახოვანი იურიდიული ბიბლიოთეკიდან ჩამოყალიბდა საქართველოში საუკეთესო იურიდიული ბიბლიოთეკა, სადაც 15 000 წიგნი და პერიოდული გამოცემა დევს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. 
  • ჩატარდა ასობით მრგვალი მაგიდის შეხვედრა, დებატი, , საკანონმდებლო სიახლეების განხილვა, სემინარი, ტრენინგი.
  • პროფესიული ტრენინგების ციკლმა .მოიცვა: საგადასახადო სამსახურის მუშაკები, არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ნოტარიუსები, ადვოკატები, მოსამართლეები, პროკურორები, ჟურნალისტები, პოლიციის აკადემიის მასწავლებლები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, პრობაციონერები,  მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლები.

დღეს საია კვალვ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სტუდენტებისათვის და ახალაგზარდა იურისტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-დახვეწისათვის საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ზრუნავს  www.legaleducation.ge 

პროფესიის წარმოამდგენლებისა და ინტერესთა სხავადასხვა ჯგუფებისათვის საიას იურიდიული სწავლების ცენტრის მიერ გრძელდება ტრენინგების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების  ორგანიზება