სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში

2012-11-20 21:00
Featured image
ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა დღემდე რჩება საიას საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. Aამ მხრივ აქტიურ საქმიანობს საია 2011 წელში პროექტის “ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართვლოში” ფარგლებში აგრძელებდა. პროექტი დაფინანსებულია “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” (OSI) მიერ. პროექტში ჩართული იყო, როგორც საიას ცენტრალური ოფისი, ასევე ქუთაისის და აჭარის ფილიალები.
 
2011 წელში პროექტში განხორციელებული აქტივობებიდან რამოდენიმე მიმართულება არის აღსანიშნავი:
 
1. სტრატეგიული სამართალწარმოება ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით
 
პროექტის ფარგლებში საია აქტიურად განაგრძობდა სტრატეგიულ სამართალწარმოებას ინფორმაციის თავისუფლებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ერთის მხრივ საია ითხოვდა ინფორმაციის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან. ხოლო მეორეს მხირვ ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით მიუღებლობის შემთხვევაში საია იყენებდა, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტს, ისე სასარჩელო განცხადების წარდგენის შესაძლებლობას.
მთლიანობაში 2011 წლის განმავლობაში ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში გაიგზავნა 160 განცხადება, აქედან:
  • სრულად დაკმაყოფილდა –104 
  • ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _18
  • არ დაკმაყოფილდა – 38
სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა 38 ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგან:
  • სრულად დაკმაყოფილდა _ 8
  • არ დაკმაყოფილდა _ 13
  • ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ 4
  • შეწყდა წარმოება _ 4
  • განუხილველი დარჩა _ 9
სასამართლოში წარდგენილ იქნა  36 სარჩელი. ამათგან:
  • სრულად დაკმაყოფილდა _ 4
  • ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ 1
  • არ დაკმაყოფილდა _ 17
  • წარმოებაშია _ 14
 
 
2. ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა
 
ეფექტიანი მმართველობა საიას ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. რისი მიღეწევაც წარმოუდგენელია ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე ხელისუფლებისა და ინფორმირებული მოქალაქის არსებობის გარეშე.  შესაბამისად ამ მიმართულებით 2011 წელში საიას მიერ მომზადდა 4 კვლევა. კერძოდ:
  • “ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში სასამართლო პრაქტიკის ანალიზი”
  • “ინფორმაციის თავისუფლება - ზღვარი ლეგიტიმურ შეზღუდვასა და საჯარო ინტერესს შორის”
  • “იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი”
  • “ქ. თბილისის ტერიტორიზეა გარე ვაჭრობაზე თანხმოების გაცემა”
 
 
საიას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა
2011 წელში შეიქმნა საიას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, რომელშიც დაცულია საიას მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი განცხადებები და მათზე მოწოდებული პასუხების მონაცემები.
ბაზის პრეზენტაცია გაიმართა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს და სწორედ ამ დღიდან იგი ხელმისავწდომია ფართო საზოგადოებისათვის.
 
2012 წელი
პროქტის ფარგლებში 2012 წელშიც გრძელდება სტრატეგიული სამართალწარმოება ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთან, საიას მიერ, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობის მიზნით 2012 წელში ორი კვლევა მომზადდა:
  • “ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა”
  • “რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა”