სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თბილისი მარიოტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

14 მაისს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. გეგმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მოამზადა. დოკუმენტი 2007 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდა.

2007-05-13 20:00 სრულად ნახვა

დევნილთა უკანონო გამოსახლების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს წერილობით მიმართა

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში შესული ცვლილებები საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 მარტის ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შესახებ” # 495  ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის პროცედურებს.  აღნიშნულ ბრძანებაში მოცემულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაში გამოსახლება ჩერდება. ამ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული დევნილთა მოწმობა, როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტი. ზემოაღნიშნული ცვლილებები საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 24 აპრილს შანდორ პეტეფის ქ. #15-ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრ ,,სპეცავტომეურნეობიდან” დევნილების გამოსახლებას, რითაც აშკარად დაირღვა იქ მცხოვრები დევნილთა უფლებები.

2007-05-07 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მეორედ გახდა ეთიკის კოდექსის ვერცხლის 5 პრინციპის კავალერი ორგანიზაცია

4-5 მაისს "სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის" ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიის" მე-11 პავილიონში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მე-2 გამოფენა-ფორუმი შედგა. გამოფენა-ფორუმში მონაწილეობა 70-ზე მეტმა საქართველოს მასშტაბით არსებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიიღო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოწვეულ საზოგადოებას 50 მეტი დასახელების გამოცემა წარუდგინა, მოეწყო საიას მომზადებული სოციალური სარეკლამო კლიპების ჩვენება.

2007-05-06 20:00 სრულად ნახვა

მრგვალი მაგიდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან

4 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეხვედრების დარბაზში  პროექტის “სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში” ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.   შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ ადგილობრივი ასოციაციების უკეთ გაცნობა, რომლებთანაც პროექტის ფარგლებში იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა.

2007-05-06 20:00 სრულად ნახვა

კორტებზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა

დღეს, 1 მაისს, 12:00 საათზე საქართევლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ, 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან განხორციელებულ სპეც-ოპერაციაში დაღუპულ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებთან და ადვოკატებთან ერთად ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა, რომ 20 აპრილს შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თბილისის პროკურატურამ აღძრა კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა მიმართ. ოფიციალურ მიზეზად დანაშაულის ნიშნების არარსებობა დასახელდა. მიუხედავად იმის, რომ საქმე ზუსტად 11 დღის წინ შეწყდა, დაზარელებულის ადვიკატებსა და ოჯახის წევრებს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ არ მისვლიათ.

2007-04-30 20:00 სრულად ნახვა

სემინარი თემაზე: ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურები

24-25 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის “სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი “ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურები“. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კერძო საადვოკატო ფირმებიდან ოცმა პრაქტიკოსმა ადვოკატმა მიიღო, რომელთა შერჩევაც  წინასწარ კონკურსით მოხდა.

2007-04-29 20:00 სრულად ნახვა

მამუკა გოგოლაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს

თავის არეში მძიმედ დაჭრილი მამუკა გოგოლაშვილის დამ დასახმარებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა. გოგოლაშვილის ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმადაც მამუკა გოგოლაშვილი საგზაო წესების დარღვევისთვის დააკავა საპატრულო პოლიციამ და ნარკოლოგიურ დისპანსერში გადაიყვანა. როგორც სამართალდამცველები აღნიშნავენ, მოგვიანებით მან თვითმკვლელობა სცადა. გოგოლაშვილის ოჯახის წევრთა მტკიცებით, მამუკას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ესროლეს. ავტომანქანაში, სადაც ინციდენტი მოხდა, ორი ნატყვიარი აღმოჩნდა, დაჭრილს კი მხოლოდ ერთი ნატყვიარი აქვს. ამჟამად მამუკა გოგოლაშვილი თბილისის მეხუთე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების განცხადებით დაჭრილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. გამჭოლი ჭრილობა აქვს თავის არეში, ნიკაპიდან შუბლის მიმართულებით. მამუკა გოგოლაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

2007-04-25 20:00 სრულად ნახვა

საია დევნილების ინტერესებს იცავს

გუშინ, 24 აპრილს, ვაზისუბანში, ყოფილი სპეც-ავტომეურნეობის შენობიდან პოლიციის მიერ გამოსახლებულ იქნენ ორგანიზებულად განსახლებული დევნილები, რომლებიც ამ შენობაში 2003 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობდნენ. აღნიშნულ შენობაში დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გატაწყვეტილებით შესახლდნენ. ამასთან, ზემოაღნიშნული სამინისტრო კანონმდებლობის საფუძველზე თითოეულ დევნილს ყოველთვიურად (ფულადი დახმარების გარდა) უხდიდა ელექტროენერგიის საფასურს 13 ლარის ოდენობით. 2006 წლის ოქტომბრიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაურკვეველი მიზეზების გამო შეწყვიტა დევნილთათვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. მას შემდეგ (ბოლო 7 თვე) დევნილები ელექტროენერგიის გარეშე იმყოფებიან. 2007 წლის 15 მარტს აღნიშნული შენობა გაიყიდა. როგორც აღმოჩნდა ობიექტი კერძო პირს ეკუთვნოდა, რომელმაც შენობა იქ მცხოვრები დევნილების გაფრთხილების გარეშე გაყიდა.

2007-04-24 20:00 სრულად ნახვა

დებატების ტურნირში გამარჯვებულები ჩინეთში გაემგზავრებიან

2007 წლის აპრილის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ეგიდით გაიმართა  დებატების შიდა ტურნირი. დებატების კურსი  უკვე 6 თვეა ისწავლება ფონდში სხდასხვა სამართლებრივი კურსების პარალელურად. აღნიშნული კურსი, როგორც დისციპლინა 2005-2006 წლებში დაემატა ფონდის სხვადასხვა სამართლებრივ კურსებს. შარშანდელმა გამოცდილებამ ცხადყო მომავალი იურისტებისათვის ამ დისციპლინის უდავო საჭიროება. სტუდენტები კურსის განმავლობაში ეწაფებიან კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას და, ამავდროულად,  იმტკიცებენ ცოდნას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, აწყობენ საჯარო დისკუსიებს ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემებზე. 2006-2007 წელს დებატების კურსი უკვე საიას რეგიონალურ ოფისებშიც დამკვიდრდა – რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. დებატების კურსის წარმატებულად ჩატარებისთვის ფასდაუდებელი შრომა გაწიეს კვალიფიცირებულმა ტრენერებმა (თბილისში – ოთარ კახიძე, თამარ გურჩიანი, თინათინ შელია; ბათუმში – ირაკლი ანანიძე; ქუთაისში – ნიკოლოზ გეგეშიძე; გორში – კახაბერ გორდაძე; თელავში – ლელა ტალიური; რუსთავში – ლელა ბექაური),  რომლებიც შემდგომ ტურნირზეც მსაჯობდნენ შარშანდელ საუკეთესო მოდებატე სტუდენტებთან ერთად. ტურნირისათვის თემად შერჩეულ იქნა ადამიანის უფლებები, რომელზეც შემდგომ ჩამოყალიბდა 35 რეზოლუცია. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ თემისა და რეზოლუციების ირგვლივ, რამაც საშუალება მისცა მათ  დაუფლებოდნენ  არამარტო კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას, არამედ გაეღრმავებინათ ცოდნა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებშიც. 

2007-04-23 20:00 სრულად ნახვა

ფანდრაიზინგი - ხელობა და ხელოვნება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიურმა ქსელმა (CENN) განახორციელა პროექტი; “ფანდრაიზინგი: ხელობა და ხელოვნება” ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” (OSGF)  ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებას მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ორგანიზაციული ასპექტის აკადემიურ ნაწილში ვაკუუმის შევსებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებით.

2007-04-22 20:00 სრულად ნახვა