საიას თბილისის ადვოკატი ახორციელებდა ბრალდებულების გიორგი და ლაშა სოზაშვილების დაცვას სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით, ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. გიორგი და ლაშა სოზაშვილებს ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჩადენილს ჯგუფის მიერ.
2013-07-12 08:30 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს პროკურატურის გამომძიებლებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა მას შემდეგ, რაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრები და ახლობლები დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ. თავად მოწმის სახით დაკითხული მამუკა მიქაუტაძის ჩვენება ბევრ კითხვას ბადებს თუ რამდენად მისცემდა პირი ნებაყოფლობით მსგავსი შინაარსის ჩვენებას საკუთარი თავისა და მეგობრის წინააღმდეგ. დამოუკიდებელმა ექსპერტმა უკვე დაადასტურა მიქაუტაძის სხეულზე გარეგნული დაზიანების ნიშნები, რომელიც ექსპერტის განცხადებით, მიქაუტაძეს სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში მიადგა ,,რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით". ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა.
2013-07-11 08:05 სრულად ნახვასაია ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც შეეხება ვლადიმერ ბედუკაძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებას. საია ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმ ნაწილში, რაც წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების დაუშვებლობას ეხება. ამასთან საია სამართლებრივად უპერსპექტივოდ მიიჩნევს ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ დამდგარი განაჩენის შეცვლის შესაძლებლობას.
2013-07-09 02:11 სრულად ნახვაგვსურს გამოვეხმაუროთ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის განხილვა შსს-ს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და სხვა პირების მიმართ, რომელიც 3 ივლისს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა.
2013-07-08 06:44 სრულად ნახვაროგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება ვიდეო არქივი, სადაც სხვა ჩანაწერებთან ერთად, გარკვეულ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს განცხადებები ვიდეო არქივის განდგურების შესახებ, ეს მასალა კვლავ სამინისტროში რჩება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივად სწორი პოზიციის დაფიქსირებას.
2013-07-05 08:32 სრულად ნახვასაია ეხმაურება 82 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს და მოკლედ წარმოადგენს მოსაზრებებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. პირველ რიგში, უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციური ცვლილების თაობაზე კანონპროექტები დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მოამზადეს. კონსტიტუციური ცვლილების დახურულ ფორმატში შემუშავება ხელს ვერ შეუწყობს დემოკრატიულ პროცესში ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას, რაც აუცილებლად მიგვაჩნია ქვეყნის უზენაესი კანონის შეცვლის პროცესში.
2013-07-05 04:06 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან შეუდგა. ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 7 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში აკვირდება.
2013-07-04 03:45 სრულად ნახვა2013 წლის 1 ივლისს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად ჯერ 27 ოქტომბერი გამოაცხადა, თუმცა, მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეიცვალა და პრეზიდენტის განკარგულების თანახმად იგი 31 ოქტომბერს გაიმართება.
2013-07-03 08:22 სრულად ნახვაბოლო წლებში გამართული არაერთი აქცია შემიძლია გავიხსენო, რომლის მონაწილეებიც პოლიციამ ტრანსპორტის სავალი გზის გადაკეტვის და შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოტივით დააკავა. თუმცა ახლა ბოლო შემთხვევაზე, 2013 წლის 1 მაისის მანიფესტაციაზე გიამბობთ, როდესაც კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური კითხვა _ როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ ბალანსი მანიფესტაციისა და გადაადგილების თავისუფლებებს შორის.
2013-07-02 05:07 სრულად ნახვასოფელ სამთაწყაროში გუშინ განვითერებული მოვლენების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.
2013-06-29 07:50 სრულად ნახვა