საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან შეუდგა. ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 7 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში აკვირდება.
დაკვირვების მიზანია სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა. საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ დადგენილი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, საარჩევნო სუბიექტებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე.
როგორც წესი, საიას მონიტორები ყურადღებას საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების, პოლიტიკური გაერთიანებების/საარჩევნო სუბიექტების და მათი წარმომადგენლების დაშინებისა და მუქარის, ასევე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის, სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებზე ამახვილებენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.