2014 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში (წვრილმანი ხულიგნობა) სამართალდამრღვევად ცნო ოთხი პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტში. კერძოდ, 8 იანვარს საპატრიარქოსთან გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ რიგ მოსაზრებებს აპროტესტებდნენ, კონტრდემონსტრანტებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს და დაუხიეს პლაკატები, ხელი შეუშალეს თავიანთი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებაში.
2014-01-10 08:18 სრულად ნახვაკოალიციას სურს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის დაყოვნებასთან დაკავშირებით. 2013 წლის 23 სექტემბერს ამოიწურა პარლამენტის ქვოტით არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ათწლიანი ვადა. მიუხედავად ამისა, დღემდე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი არ აურჩევია.
2014-01-10 03:53 სრულად ნახვასაიას თბილისის ოფისის ადვოკატების დახმარებით ხუთმა პირმა თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ფულადი კომპენსაცია (თითოეულმა 12 000 ლარი) მიიღო რუსეთის ფედერაციის 5 მოქალაქე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს დააკავეს. მათ წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც დაიდო საპროცესო შეთანხმებები. აღნიშნულის შემდგომ, მათი გათავისუფლება სასამართლო დარბაზიდან უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მოსარჩელეები თითქმის 4 თვის განმავლობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჰყავდა დაპატიმრებული.
2014-01-09 02:07 სრულად ნახვაგაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ შესარჩევი კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 16 ქულა, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით _ მინიმუმ 9 ქულა. გასაუბრების ეტაპი ჩატარდება 2014 წლის 13-15 იანვარს.
2013-12-30 06:45 სრულად ნახვაგუშინ, 26 დეკემბერს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, სადაც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით გადავადება განიხილებოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლებლობა, ბანერების დემონსტრირების გზით დაეფიქსირებინათ საკუთარი უხმო პროტესტი მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოფენილ ბანერებზე ეწერა: „ადამიანის უფლებები ორი წელი ვერ მოიცდის“, „დაიცავით დაცვის უფლება“ და „უთხარით უარი გადავადებას“.
2013-12-27 03:37 სრულად ნახვაკოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტაციას ჯერ კიდევ გუშინ უნდა წარედგინათ 6 კანდიდატი, ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა მხოლოდ ორი, უმრავლესობამ კი - ერთი.
2013-12-26 10:58 სრულად ნახვადღეს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიციატივას გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევასთან დაკავშირებით. მოწმის დაკითხვის ახალი წესი აუქმებს ბრალდების მხარისათვის ამ დრომდე მინიჭებულ გაუმართლებელ უპირატესობებს და ამ გზით უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე მხოლოდ ბრალდების მხარე სავალდებულო წესით ვეღარ მიიღებს მოწმის ჩვენებას. სანაცვლოდ მოწმე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ თანაბარ პირობებში სავალდებულო წესით მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაიკითხება.
2013-12-26 05:07 სრულად ნახვა2013 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგი ბარათაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ. გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავდა.
2013-12-24 08:07 სრულად ნახვაგვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავარი პროკურორის გერმანიაში ნასამართლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების ნაწილისთვის აღნიშნული ინფორმაცია არაოფიციალურად ცნობილი გახდა გახმაურებამდე და ვცდილობდით მისი ნამდვილობის ოფიციალურად გადამოწმებას, რათა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებას ზიანი არ მიეყენებინა სამართალდამცავი ორგანოს იმიჯსა და სანდოობისათვის. რადგან ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდა, უნდა გაირკვეს მისი ნამდვილობა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ოფიციალურად გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა და გააცნოს საზოგადოებას.
2013-12-24 07:25 სრულად ნახვაგთხოვთ, თანდართულ ფაილში იხილოთ საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის (წერის შედეგები) შედეგები სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
2013-12-24 02:44 სრულად ნახვა