14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ „RMG Gold”-ისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემულ ნებართვას გამოეხმაურა და სამინისტროს მიერ მიღებულ აღნიშნულ გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.
2014-03-14 05:24 სრულად ნახვაუკანონო მიყურადებისა და თვალთვალის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სამოქალაქო კამპანია ,,ეს შენ გეხება“ წამოიწყო. კამპანიის მიზანი საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ თვალთვალისა და მიყურადების არსებული პრაქტიკის შეცვლა და კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციურ სტანდარტებთან და ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოყვანაა.
2014-03-14 04:13 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებენ პროექტს ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”. პროექტის ფარგლებში ტრეფიკინგზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცხადდება კონკურსი სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად.
2014-03-12 07:28 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში აცხადებენ კონკურსს, სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად.
2014-03-12 07:14 სრულად ნახვათბილისის საკრებულომ 7 მარტს 41 ხმით დედაქალაქის 780 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის განხილვის საკითხი 3 თვის განმავლობაში მერიასა და საკრებულოს შორის პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.
2014-03-12 01:53 სრულად ნახვაკამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ჩართული ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ 6 მარტს გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული მიყურადებებისა და თვალთვალის პრობლემურ საკითხებზე უწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზად არის. ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ მისაღები იქნება, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შეჯერება მოხდება.
2014-03-10 01:42 სრულად ნახვაუკვე მესამე თვეა, რაც თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება ერთი მხრივ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობას, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მერიასა და მის მხარდამჭერ უმცირესობას შორის მწვავე დაპირისპირების საგანია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, საქართველოს პარლამენტის თანხმობით მთავრობა იღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.
2014-03-07 04:41 სრულად ნახვასაქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება, ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს.
2014-03-06 03:22 სრულად ნახვასაიას დახმარებით რამდენიმე პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა • საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე ბ.მ.-ის ინტერესებს, რომელიც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 ნოემბრის დადგენილებით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
2014-03-06 00:55 სრულად ნახვასაიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა და მოითხოვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც დაუშვებლად აცხადებს მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, ხოლო სხვა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს დასაშვებად მიიჩნევს.
2014-03-05 06:38 სრულად ნახვა