6 აგვისტოს, გაიმართა დისკუსია, სადაც მაუწყებლების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი განიხილეს.
2014-08-13 11:38 სრულად ნახვასასამართლომ პირი უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა საიას თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა ვ.შ.-ს ინტერესებს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ იყო ცნობილ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. სასჯელის სახით დანიშნული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
2014-08-11 11:01 სრულად ნახვაროგორც 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარის მიერ შეტანილი საჩივარი. შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის პირველ აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ მიღებული განჩინება.
2014-08-08 17:19 სრულად ნახვადღეს, 8 აგვისტოს, ექვსი წელი შესრულდა რუსეთს-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომი წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას. პატივს მივაგებთ ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სოცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს დამოუკიდებლობა.
2014-08-08 16:43 სრულად ნახვაკამპანია “ეს შენ გეხება” მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების მიღებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიები, მოქმედი კანონმდებლობა მეტად დაუახლოვდება ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სტანდარტებს.
2014-08-04 15:33 სრულად ნახვავეხმაურებით საქართველოს ექსპრეზიდენტის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.
2014-08-01 12:47 სრულად ნახვა2014 წლის 31 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ გამართა კვლევის პრეზენტაცია „საარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგი-პრაქტიკის ანალიზი“.
2014-07-31 12:00 სრულად ნახვა2014 წლის 30 ივლისს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC), “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია), ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც კვლევის პრეზენტაცია შედგა. კვლევა განხორციელდა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ფარგლებში.
2014-07-30 13:09 სრულად ნახვასაიას მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების საპასუხოდ, 24 ივლისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
2014-07-25 16:10 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში: „საქართველოში ტურიზმის განვითარება ტურისტული მომსახურების სრულყოფის საფუძველზე“ მონაწილეობის მისაღებად.
2014-07-24 13:57 სრულად ნახვა