ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით
2015-12-03 10:50 სრულად ნახვაგანცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით მიმდინარე კონკურსის ღიაობა და დაინტერესებული პირების დასწრება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე. როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი მასშტაბური კონკურსი.
2015-12-02 15:36 სრულად ნახვაკოალიციის შეფასებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით შემოდის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისთვის პრინციპულად შეუთავსებელი ელემენტები, უარესდება დაცვის მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და ზოგადად, საფრთხე ექმნება მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული წესის ამოქმედება მომავალში არაერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებას შექმნის, მათ შორისაა:
2015-11-30 15:02 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ავტორი და ინიციატორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
2015-11-27 15:08 სრულად ნახვაპროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროკურატურის სისტემის რეფორმა.
2015-11-25 18:43 სრულად ნახვაუარყოფითად ვაფასებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში შვიდი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი არა თუ არ ამაღლებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, პირიქით - კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც საბჭოს მოქმედების მიზნებსა და მოტივებს, ასევე ზოგადად სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებას.
2015-11-20 09:52 სრულად ნახვა12 ნოემბერს ფონდი “ ღია საზოგადოება- საქართველოს“ ორგანიზებით ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილობით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, (საია), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
2015-11-18 17:48 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ქ. გორში სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის ფაქტს, რასაც არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებას.მოვლენათა ქრონოლოგია, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ გორის ოფისის წარმომადგენლებმა ქალაქ გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქცია დაიწყეს. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ასევე შიმშილობენ ქ. თბილისში საარჩევნო სისტემის შეცვლისა და არჩევნებში მონაწილე მინისტრების გათავისუფლების მოთხოვნით.
2015-11-16 10:38 სრულად ნახვამიმდინარე წლის 12-19 მარტს საქართველოში იმყოფებოდა წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბატონი ხუან მენდესი. ვიზიტის მიზანი იყო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებში ქვეყანაში არსებული მდოგმარეობის და განხორციელებული ცვლილებების შეფასება. ვიზიტის ფარგლებში ბატონი მენდესი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
2015-11-16 09:59 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის 31 ოქტომბერს მარტვილსა და საგარეჯოში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა. საიას ოცამდე დამკვირვებელმა კენჭისყრის დღის დაკვირვება განახორციელა როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე.
2015-11-10 16:51 სრულად ნახვა