არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების მიმართვა კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით
2017-08-02 17:31 სრულად ნახვასაქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს მისი საქართველოში ვიზიტის წინ ღია წერილით მიმართავენ. ორგანიზაციები წერილში საქართველოს მიღწევებზე, ასევე ქვეყნის წინაშე დემოკრატიისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. წერილის ავტორები ხაზს უსვამენ აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე თანადგომის მნიშვნელობას და ვიცე პრეზიდენტს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, უსაფრთხოების, რუსული ოკუპაციის საფრთხეებთან გამკლავების, და ნატოში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას სთხოვენ.
2017-07-28 15:14 სრულად ნახვავ.ფ.-მ დევნილთა სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო, მის ინტერესებს სასამართლოში საია-ს თბილისის ოფისი იცავდა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2014 წელს სამინისტრომ ვ.ფ.-ს ოჯახს საცხოვრებლის შეძენაზე უარი დაუსაბუთებელად უთხრა.
2017-07-28 11:29 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი(შემადგენლობა) და პროცედურები. თუ კომისიის შემადგენლობა არსებითად ხელისუფლების შტოების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები კვლავ რიცხობრივ უმცირესობაში მოექცევიან, ხოლო კომისია იმავე პროცედურით გააგრძელებს მუშაობას, კომისიის ჩართულობა შერჩევის პროცესში ისევ ვერ უზრუნველყოფს შესაფერისი კანდიდატების შერჩევას და წარდგენას სტრასბურგში.
2017-07-27 17:27 სრულად ნახვა25 ივლისს ამოიწურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატებად მმართველი გუნდის წევრებს განიხილავს.
2017-07-27 15:06 სრულად ნახვაევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორცილებულ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმტესობა უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად საიას მიმართავს. გამოკითხულთა 66% საიას უფასო იურიდიული დამხარების სამსახურის შესახებ სმენია, ხოლო 62% დახმარებისთვის სწორედ საიას მიმართავს.
2017-07-26 19:09 სრულად ნახვა24 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე. კოალიციის შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა და მის მიერ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.
2017-07-26 12:16 სრულად ნახვა2017 წლის 25 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-11 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
2017-07-25 17:13 სრულად ნახვასაქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და წარმატებული რეფორმის შეჩერებაზე ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიც, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა და კონსტიტუციური და დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოტივირებული შენიშვნები გაუზიარა.
2017-07-25 16:57 სრულად ნახვა2017 წლის 23 ივლისს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს სასტუმროს გახსნაზე, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა.
2017-07-25 12:18 სრულად ნახვა