საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა სერია დახურა კვლევის პრეზენტაციით - „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი“. უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიკვეთა თვალშისაცემი ტენდენცია-ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში შესამჩნევად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავებები. შესაბამისად, საზოგადოებაში ყოველთვის ჩნდება კითხვა, ახლავს თუ არა ამ საქმეთა წარმოებას პოლიტიკური მოტივი.
2012-12-21 06:41 სრულად ნახვადღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე საბუთების შეტანის ბოლო ვადააა. ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს შეშფოთება არხის დამოუკიდებლობასთან და მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატის არჩევა ძლიერი და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების გარანტი იქნება. გენერალური დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა უნდა ემყარებოდეს აპლიკანტის გამოცდილებას, კვალიფიკაციასა და ხედვას, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი ლოიალობას.
2012-12-20 08:00 სრულად ნახვაიურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია და სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ორგანიზაციები ა.წ. 25 დეკემბერს, 18:00 საათზე გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საჯარო დისკუსიაში სტუდენტთა უფლებების შესახებ.
2012-12-20 07:37 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება მიმდინარე კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ტემპებს, მის თაობაზე ინფორმაციის არასათანდო ხელმისაწვდომობას და მოუწოდებს პარლამენტს საკანონმდებლო პროცესი წარმართოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით. 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის მუშაობის უმთავრესს ხარვეზს სწორედ მუშაობის სწრაფი ტემპი და პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობა წარმოადგენდა, რაც ერთის მხრივ არღვევდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და მეორეს მხრივ, ამცირებდა სამოქალაქო საზოგადოების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას, ცალკეულ შემთხვევებში კი საერთოდ გამორიცხავდა ზემოაღნიშნულს.
2012-12-20 04:00 სრულად ნახვა2012 წლის 19 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სპეცსამსახურის წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას მოსამართლის თანაშემწის მიმართ, სასამართლოდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოპოვებისა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე დაყოლიების მიზნით.
2012-12-20 02:44 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება უკანასკნელ პერიოდში მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული სიტუაციის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით საიამ 2012 წლის 20 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ისმის გარკვეული წუხილები რეგიონებში თვითმმართველობების (საკრებულო, გამგეობა) ხელმძღვანელი პირების შეცვლასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ცვლილება ბუნებრივად მიმდინარეობს, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ცვლილება ხორციელდება გარკვეული ფარული თუ აშკარა ზეწოლის ფონზე. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ახლად დანიშნული თანამდებობის პირები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებიან, რაც, ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს და დაძაბავს არსებულ სიტუაციას.
2012-12-20 02:08 სრულად ნახვა10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,მედიაბიზნესი საქართველოში“ პრეზენტაცია 2012 წლის 19 დეკემბერს გამართა. კვლევის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შესწავლილი იქნა საქართველოში მედიაბიზნესის განვითარების ტენდენციები. მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში მედიის მდგომარეობაა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მედია სფეროს ორი უდიდესი ფუნქცია აქვს: უპირველეს ყოვლისა, მედია არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას საზოგადოებაში, მეორეს მხრივ, კი ის არის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ბიზნესი ყველა ქვეყანაში.
2012-12-19 08:02 სრულად ნახვა2012 წლის 18 დეკემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს. საიას წესდების თანახმად გამგეობის პირველივე სხომაზე ხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება აქვს მხოლოდ სამჯერ ზედიზედ. თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ასოციაციას 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა უკვე ორჯერ იყო არჩეული საიას თავმჯდომარედ.
2012-12-18 06:40 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 400-ზე მეტი პირის ინტერესს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უმრავლესობა არის ქართველი მოსახლეობა, რომლებმაც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით დატოვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ამასთან, საია წარმოადგენს ოს დაზარალებულთა ინტერესებსაც, რომელთა მიმართ დანაშაული სავარაუდოდ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისა თუ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ იქნა ჩადენილი. მათ შორის არის ხუთი ახალგაზრდა ოსი მამაკაცი, რომლებიც ამ დრომდე უგზოუკვლოდ არიან დაკარგულნი. ამასთან, არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ უკანასკნელად ისინი ქართველი სამხედროების/სამართალდამცავების ხელში ნახეს. საქართველოს მიერ ამ საქმეების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2010 წლის სექტემბრის ანგარიში - საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდგომ უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საქმეების გამოძიების მონიტორინგი.
2012-12-18 04:05 სრულად ნახვა10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ბოლო წლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სფეროდ იქცა. როგორც წესი, აღნიშნული ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა ხდებოდა. თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა, როგორც ამ ხარჯების მიზანშეწონილობა, ისე სხვადასხვა მიმართულებით გახარჯული თანხების ოდენობა.
2012-12-17 06:10 სრულად ნახვა