სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

2012-12-18 06:40
Featured image
2012 წლის 18 დეკემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.
 
საიას წესდების თანახმად გამგეობის პირველივე სხომაზე ხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება აქვს მხოლოდ სამჯერ ზედიზედ.
 
თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ასოციაციას 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა უკვე ორჯერ იყო არჩეული საიას თავმჯდომარედ.
 
კახა კოჟორიძე მუშაობდა საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2009-2012 წწ. 
 
გთავაზობთ საიას ახალი თავმჯდომარის მოკლე ბიოგრაფიას:

კახა კოჟორიძე დაიბადა 1982 წლის 2 იანვარს
2009 წლიდან 2012 წლის ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ახალგახრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორად.
2009 წლიდან ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
საიაში არის სხვადასხვა კვლევის თანაავტორი. 
2007-2009 მუშაობდა საიაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატად;
2005-2007 წწ. მუშაობდა ,,უსუფაშვილი - ზედელაშვილი ადვოკატთა ჯგუფი“-ის ადვოკატად.
2005-2006 წწ. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე;
2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2004-2005 წწ. სტაჟირება გაიარა  საქართველოს პარლამენტში;
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ხაშურის #9 საშუალო სკოლა.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი