სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას გმობს

2012-12-20 02:44
Featured image
2012 წლის 19 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სპეცსამსახურის წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას მოსამართლის თანაშემწის მიმართ, სასამართლოდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოპოვებისა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე დაყოლიების მიზნით. 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ  გამოძიება მოსამართლის თანაშემწის მოხსენებით ბარათში აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
 
საია აქვე აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს უზენაესი კანონით - კონსტიტუციით და დაუშვებელია ამდაგვარი მეთოდებით მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე რაიმე სახის ზემოქმედების განხორციელება.