USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ დაიწყო ახალი პროექტი - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“, რომლის დასავლეთ საქართველოს კომპონენტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 7 მინიციპალიტეტში განახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების საკრებულოების საზედამხედველო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ახალი საზედამხედველო მექანიზმების დანერგვის გზით.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტრა ასოციაციამ წარმოადგინა საქართველოს 9 საკრებულოში ჩატარებული კვლევის შედეგები:
- თბილისი,
- ბათუმი,
- ზუგდიდი,
- ოზურგეთი,
- ქუთაისი,
- გორი,
- დუშეთი,
- რუსთავი,
- თელავი.
კვლევის მიზანი საზედამხედველო ფუნქციების და მოქალაქეთა ჩართულობის არსებული ინსტრუმენტების გამოყენების ანალიზი იყო.
იხილეთ კვლევა https://shorturl.at/iCGV6
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.