USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ ახალი პროექტი - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“ დაიწყო

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ დაიწყო ახალი პროექტი - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“, რომლის დასავლეთ საქართველოს კომპონენტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 7 მინიციპალიტეტში განახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების საკრებულოების საზედამხედველო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ახალი საზედამხედველო მექანიზმების დანერგვის გზით.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტრა ასოციაციამ წარმოადგინა საქართველოს 9 საკრებულოში ჩატარებული კვლევის შედეგები:

- თბილისი,

- ბათუმი,

- ზუგდიდი,

- ოზურგეთი,

- ქუთაისი,

- გორი,

- დუშეთი,

- რუსთავი,

- თელავი.

კვლევის მიზანი საზედამხედველო ფუნქციების და მოქალაქეთა ჩართულობის არსებული ინსტრუმენტების გამოყენების ანალიზი იყო.

იხილეთ კვლევა ➡ https://shorturl.at/iCGV6

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge