სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი საოფისე აღჭურვილობის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად

2024-08-09 16:39
Featured image

ტენდერი საოფისე აღჭურვილობის და  საკანცელარიო ნივთების შესაძენად 

შესყიდვის ობიექტი - საოფისე აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები 

შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები - შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

საქონლის ფასი: სატენდერო წინადადებაში საქონლის ერთეულისა და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოსსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით.

წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას (შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში). 

ანგარიშსწორებისპირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტების მიხედვით, ცალკეული მოწოდების დროს დღგ-ს გარეშე ან დღგ-ს ჩათვლით. 

ღირებულების შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდება მოწოდების დოკუმენტებისა და  მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 

წინასწარიგადახდისმექანიზმიარგამოიყენება. 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე -  info@gyla.ge.  

ა) კომპანიის დასახელება და კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი); 

ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები დანართისა და ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად; 

უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიებს რომლებსაც გააჩნიათ ქსელური მაღაზიები შესაბამის ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი. 

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.  

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის  30 აგვისტო.