ტენდერი საოფისე აღჭურვილობის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად
შესყიდვის ობიექტი - საოფისე აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები
შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები - შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
საქონლის ფასი: სატენდერო წინადადებაში საქონლის ერთეულისა და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოსსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას (შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში).
ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტების მიხედვით, ცალკეული მოწოდების დროს დღგ-ს გარეშე ან დღგ-ს ჩათვლით.
ღირებულების შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდება მოწოდების დოკუმენტებისა და მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
წინასწარი გადახდის მექანიზმი არ გამოიყენება.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე - info@gyla.ge.
ა) კომპანიის დასახელება და კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);
ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები დანართისა და ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად;
უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიებს რომლებსაც გააჩნიათ ქსელური მაღაზიები შესაბამის ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი.
გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აგვისტო.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge