სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი IT მომსახურების შესაძენად

2018-06-28 11:15
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს IT მომსახურების შესაძენად.

გასაწევი მომსახურების აღწერა:

- Windows Server 2012 r2-ზე დომეინ კონტროლერის კონფიგურაცია, პოლისების განახლება(Active Directory,Group Policy);

- WSUS სერვერის კონფიგურაცია განახლებების მართვა;

- Windows file server-ის კონფიგურაცია, მართვა;

- DHCP სერვერისა და DNS სერვერის კონფიგურაცია და მართვა;

- ოპერაციულ სისტემა Freebsd-ზე პროქსი სერვერის(Squid) კონფიგურაცია, მართვა და მონიტორინგი(Light Squid);

- რეგიონალურ ოფისებში პროექსის სერვერების კონფიგურაცია;

- Vmware Esxi ვირტუალური გარემოს მართვა და ვირტუალური მანქანების რეზერვირება(Veeam Backup);

- Cisco ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია(Site-to-Site VPN, Easy VPN,Access Control Lists,Inter Vlan Routing,Netflow,SNMP,VLAN);

- Netflow და SNMP მონიტორინგის სერვერის (ManageEngine) კონფიგურაცია და მართვა;

- ubiquiti unifi WIFI როუტერების კონფიგურაცია, როგორც რეგიონალურ ასევე ცენტრალურ ოფისში;

- ახალი მეილების შექმნა, წაშლა, პაროლის ცვლილება, სხვადასხვა მეილ ლისტების  შექმნა, მათი პერიოდული განახლება, მეილ სერვერის კონტროლი, მეილ სერვერის მომწოდებელ კომპანიასთან უშუალო კავშირი და პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოების გაწევა;

-  საიას რეგიონულ ოფისებისათვის საჭიროების მიხედვით კონსულტაციების გაწევა;

- თბილისის ოფისში გამოცხადება საჭიროების შემთხევაში  პრობლემის აღმოფხვრის მიზნით-  მიმართვიდან 2 საათის განმავლობაში

- ყოველკვირეული ვიზიტი საიას თბილისის ოფისში;

- გეგმიური ვიზიტები საიას რეგიონულ ოფისებში კვარტალში ერთხელ (სულ 8 რეგიონული ოფისი). მათ შორის, გადაუდებელ შემთხვევაში: აღმოსავლეთ საქართველოში 1 სამუშაო დღის ვადაში და  დასავლეთ საქართველოში კი, 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

- საჭიროების შემთხვევა, დატვირთვის, ლოგებისა და სხვადასხვა რეპორტების მომზადება.

 

დაინტერესებულმა  კომპანიებმა  უნდა წარმოადგინონ  განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების  წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ივლისი.