საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს IT მომსახურების შესაძენად.
გასაწევი მომსახურების აღწერა:
- Windows Server 2012 r2-ზე დომეინ კონტროლერის კონფიგურაცია, პოლისების განახლება(Active Directory,Group Policy);
- WSUS სერვერის კონფიგურაცია განახლებების მართვა;
- Windows file server-ის კონფიგურაცია, მართვა;
- DHCP სერვერისა და DNS სერვერის კონფიგურაცია და მართვა;
- ოპერაციულ სისტემა Freebsd-ზე პროქსი სერვერის(Squid) კონფიგურაცია, მართვა და მონიტორინგი(Light Squid);
- რეგიონალურ ოფისებში პროექსის სერვერების კონფიგურაცია;
- Vmware Esxi ვირტუალური გარემოს მართვა და ვირტუალური მანქანების რეზერვირება(Veeam Backup);
- Cisco ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია(Site-to-Site VPN, Easy VPN,Access Control Lists,Inter Vlan Routing,Netflow,SNMP,VLAN);
- Netflow და SNMP მონიტორინგის სერვერის (ManageEngine) კონფიგურაცია და მართვა;
- ubiquiti unifi WIFI როუტერების კონფიგურაცია, როგორც რეგიონალურ ასევე ცენტრალურ ოფისში;
- ახალი მეილების შექმნა, წაშლა, პაროლის ცვლილება, სხვადასხვა მეილ ლისტების შექმნა, მათი პერიოდული განახლება, მეილ სერვერის კონტროლი, მეილ სერვერის მომწოდებელ კომპანიასთან უშუალო კავშირი და პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოების გაწევა;
- საიას რეგიონულ ოფისებისათვის საჭიროების მიხედვით კონსულტაციების გაწევა;
- თბილისის ოფისში გამოცხადება საჭიროების შემთხევაში პრობლემის აღმოფხვრის მიზნით- მიმართვიდან 2 საათის განმავლობაში
- ყოველკვირეული ვიზიტი საიას თბილისის ოფისში;
- გეგმიური ვიზიტები საიას რეგიონულ ოფისებში კვარტალში ერთხელ (სულ 8 რეგიონული ოფისი). მათ შორის, გადაუდებელ შემთხვევაში: აღმოსავლეთ საქართველოში 1 სამუშაო დღის ვადაში და დასავლეთ საქართველოში კი, 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
- საჭიროების შემთხვევა, დატვირთვის, ლოგებისა და სხვადასხვა რეპორტების მომზადება.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ივლისი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge