2012 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაასრულა.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განიმარტა სოციალური რეკლამის გაშვების წესი, დაევალა საზოგადოებრივ მაუწყებელს საიას 2012 წლის 28 სექტემბრის განცხადების განხილვა, მაუწყებელს სანქციის სახით დაეკისრა გაფრთხილება.
მანამდე, 2012 წლის 28 სექტემბერს საიამ განცხადებით მიმართა სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით მოითხოვა წამების აკრძალვასთან დაკავშირებით მომზადებული სოციალური რეკლამის მაუწყებლის სატელევიზიო ბადეში განთავსება. 08 ოქტომბერის კორესპონდენციით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გვეცნობა, რომ მიწოდებული ვიდეო რგოლი არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას, ვინაიდან არ აკმაყოფილებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ7“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.